LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ვიდეო: როგორ გახდა ბარონესა ცისნამი საყვარლიშვილი: „ამერიკიდან დეპორტი ჩამირტყეს და ალექსანდრემ თქვა, მე ვიქორწინებ შენზეო…“

4241
ცისნამი

„ფარულ კონვერტში“ ქართველი ემიგრანტი ცისნამი საყვარლიშვილი ჰყვება, როგორ შეხვდა აშშ-ში თავის მეუღლეს:

„ოჯახებში დავდიოდი და ვამზადებდი კერძებს, იტალიაში ვისწავლე კერძების მომზადება. დამირეკეს სააგენტოდან და მითხრეს, რომ ჩემი მონაცემებით იყო დაინტერესებული ძალიან მდიდარი ოჯახი, რადგან ვსაუბრობდი იტალიურად და მქონდა უმაღლესი განათლება. აღმოჩნდა, რომ ჩემი აწ უკვე მეუღლე ეძებდა დედისთვის ასისტენტს. ძალიან მაგარ ქალბატონთან აღმოვჩნდი. ჩემმა ახლანდელმა მეუღლემ ყველაფერი გამომკითხა, ისიც კი მკითხა, ბოიფრენდი გყავს თუ არაო. ამ ქალბატონს ვეხმარებოდი თავისი განრიგის შედგენაში, დავყვებოდი ყველგან. ჰაი კლასის ცხოვრებით ვცხოვრობდი. ძალიან შემიყვარდა ეს ქალბატონი…

ტრამპი რომ მოდიოდა პრეზიდენტად, ემიგრანტებზე ცუდად საუბრობდა. მომივიდა დეპორტის წერილი. უნდა ჩამელაგებინა ჩემოდანი და წავსულიყავი საქართველოში. ალექსანდრე მოვიდა დედამისის სანახავად. ნამტირალევი ვიყავი, როცა ეს წერილი მომივიდა. მკითხა, რა ხდებოდა. გადაირია, ქვეყანა როგორ უნდა დატოვოო. ყველა ფეხზე დააყენა, მათ შორის სენატორები, თავის მეგობარს ალეკ ბოლდუინს დააწერინა წერილი, ჩემთვის დეპორტი რომ მოეხსნა. შემდეგ კი თქვა, რომ დამეხმარებოდა და ცოლად მომიყვანდა. ჩვენ ამ პერიოდში არანაირი ურთიერთობა არ მქონდა. ბოსს ვეძახდი. ვიქორწინეთ… მერე შევუყვარდი… არც მე ველოდებოდი, თუ შემიყვარდებოდა და ასე გავგიჟდებოდი…“

ვიდეო: „მთელი ნიუ-იორკი ფეხზე დააყენა, შემდეგ კი ცოლად მომიყვანა“ – ქართველი ემიგრანტის ახდენილი ამერიკული ოცნება

ვიდეო: „ჩემი დედამთილი ავი მეგრელია და ჩემთვის ცისნამი არასდროს დაუძახებია, ყივჩაღს მეძახდა…“

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g