LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ვიდეო: „ჩემი დედამთილი ავი მეგრელია და ჩემთვის ცისნამი არასდროს დაუძახებია, ყივჩაღს მეძახდა…“

3831
ცისნამი 2

„ფარულ კონვერტში“ ქართველმა ემიგრანტმა ცისნამი საყვარლიშვილმა თავისი ცხოვრების შესახებ ისაუბრა და გაიხსენა, როგორ დაქორწინდა პირველად უნივერსიტეტში სწავლისას:

„ამ კაცის ცოლი არასდროს გავხდებოდი, დღევანდელ საქართველოში რომ გვეცხოვრა. ბიჭი შეგვეძინა. ჩემს მეუღლეს ვუთხარი, რომ სოფელში მყავდა ორი შეზღუდული შესაძლებლობის მშობელი. თავად ჩამოვიდა, გაიცნო ჩემი მშობლები, მას ვუნდოდი, მაგრამ ოჯახს არ ვუნდოდი. არ მყავდა ისეთი ძლიერი ოჯახი, როგორიც ჩემს მეუღლეს. ჩემი დედამთილი ავი მეგრელი იყო, შემომივარდა ყივჩაღიო, წელიწადნახევარი ვიცხოვრე მათ ოჯახში და ცისნამი ჩემთვის არ დაუძახებია, მეძახდა ყივჩაღს. ჩვენ არისტოკრატები ვართო, რანაირი არისტოკრატები არიან, არ ვიცი… მე ვიყავი ყივჩაღი და სოფლელი. ამან ძალიან იმოქმედა ჩემზე, დამანგრია ფსიქოლოგიურად. ძალიან მიყვარდა და არ მინდოდა გაშორება. თვითონაც ვუყვარდი, მაგრამ დედისერთა იყო და ძალიან იყო დამოკიდებული ჩემზე… დედამთილი ძალიან ეჭვიანობდა ჩემზე…“

ვიდეო: „მთელი ნიუ-იორკი ფეხზე დააყენა, შემდეგ კი ცოლად მომიყვანა“ – ქართველი ემიგრანტის ახდენილი ამერიკული ოცნება

„ალეკ ბოლდუინმა საემიგრაციოსთვის წერილი დაგვიწერა.. 35-წლიანი მეგობრობა აკავშირებთ“ – რას ჰყვება აშშ-ში მცხოვრები ქართველი ემიგრანტი

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g