LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„ალეკ ბოლდუინმა საემიგრაციოსთვის წერილი დაგვიწერა.. 35-წლიანი მეგობრობა აკავშირებთ“ – რას ჰყვება აშშ-ში მცხოვრები ქართველი ემიგრანტი

7689
363068641_3511053242484223_6567884371139141027_n

ამერიკაში მცხოვრები ქართველი ემიგრანტი ცისნამი საყვარლიშვილი, რომელიც სამშობლოში 10-წლიანი განშორების შემდეგ დაბრუნდა, „რუსთავი 2“-ის მაყურებელს განვლილი ცხოვრების გზაზე უყვება.

ვიდეო: „მთელი ნიუ-იორკი ფეხზე დააყენა, შემდეგ კი ცოლად მომიყვანა“ – ქართველი ემიგრანტის ახდენილი ამერიკული ოცნება

ცისნამი საყვარლიშვილი იხსენებს ეპიზოდს, როდესაც აშშ-დან დეპორტაცია ემუქრებოდა. ემიგრანტი ამბობს, რომ მაშინ ცისნამის და მის მეუღლეს ჰოლივუდის ვარსკვლავი ალეკ ბოლდუინი დაეხმარათ:

„ალექსანდრეს დედასთან ვმუშაობდი, ალექსანდრეს მოვეწონე. ისე მოხდა, რომ სადეპორტოდ მქონდა საქმე, მითხრა, რით შემიძლია დაგეხმაროვო? ყველაფერი გააკეთა.

35-წლიანი მეგობრობა აკავშირებს ჰოლივუდის ვარსკვლავ ალეკ ბოლდუინთან, მან დაგვიწერა საემიგრაციოსთვის წერილი.

ჩემმა მეუღლემ მთელი ნიუ-იორკი ფეხზე დააყენა, შემდეგ კი ცოლად მომიყვანა. მეუღლე დამეხმარა, რომ საბუთები გამეკეთებინა და შვილი ჩემთან ჩამომეყვანა“, – ჰყვება ცისნამი საყვარლიშვილი გადაცემაში „დილა მშვიდობისა საქართველო“.

 

 

გოგო, რომელიც ოჯახთან 10 წლიანი განშორების შემდეგ სამშობლოში პირველად დაბრუნდა

?✨ ცისნამი საყვარლიშვილის გზა ემიგრაციაში 21 წლის ასაკში დაიწყო, როდესაც ერთი წლის მცირეწლოვანი შვილი უსინათლო მშობლებთან დატოვა და იტალიაში მოხუცის მოსავლელად წავიდა

? ამის შემდეგ იყო ამერიკა და მუხლჩაუხრელი შრომა, თუმცა მუდმივი განვითარების სურვილმა ის ბედნიერ დასასრულამდე მიიყვანა

? გაიცანით გოგო, რომელიც საქართველოსთან, შვილთან და ოჯახთან 10 წლიანი განშორების შემდეგ სამშობლოში პირველად დაბრუნდა

Posted by დილა მშვიდობისა საქართველო on სამშაბათი, 25 ივლისი, 2023

 

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g