LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„ერთი გულახდილი რჩევა მინდა მივცე ოჯახებს, რომლებიც საკუთარი დაფინანსებით აგზავნიან შვილებს ამერიკაში სასწავლებლად“ – რას წერს ცისნამი საყვარლიშვილი

861
ცისნამი საყვარლიშვილი

ცისნამი საყვარლიშვილი მშობლებს, რომლემსაც სურთ მათმა შვილებმა საზღვარგარეთ ისწავლონ, რჩევას აძლევს.

აშშ-ში მოღვაწე ქართველი წერს, რომ მაგალითად აშშ-ში ბავშვების წასვლა ბევრ გამოწვევასთან არის დაკავშირებული.

„ერთი გულახდილი რჩევა მინდა მივცე ოჯახებს, რომლებიც საკუთარი დაფინანსებით აგზავნიან შვილებს ამერიკაში სააწავლებლად.

ერთია როცა მთლიან დაფინანსებას იღებ და ოჯახმა მარტო საცხოვრებელი ფული უნდა გადაიხადოს. მეორეა როცა სწავლის ფულსაც შენ იხდი და საცხოვრებელსაც.

აზრი?

ამდენ ფულს ყრით და ნახეთ რა ხდება? ქართველი ბავშვები ვერ ეგუებიან ამერიკულ გარემოს, უჭირთ მეგობრების გაჩენა, რადგან აქ უმეტესობა თავის თავშია ჩაკეტილი და ადვილად არ იმეგობრებს სხვას.

4 წელი ბავშვები იტანჯებიან კულტურული შოკით.

მე ვფიქრობ ყველამ იმ ქვეყნის განათლება უნდა მიიღოს რომელ ქვეყანაშიც ცხოვრობს.

ამდენ ფულს გადაყრით მათ სწავლაში. სტუდენტური ვიზა აქვს უმეტესობას, ანუ რეზიდენტები არ არიან და შეიძლება აქ სამსახურები ვერ ნახონ, სამუშაო ვიზის არქონის გამო და მოუწევთ სამშობლოში დაბრუნება.

საქართველოში სულ რომ თავდაყირა დადგნენ, რაც ფული ჩადეთ მათ სწავლაში, ვერ ამოიღებენ, ვერც კერძო და ვერც სახელმწიფო სექტორში მუშაობით.

ანუ ისევ ოჯახურ ბიზნესში იპოვიან საკუთარ თავს და თქვენს მიერ, ანუ მშობლების მიერ დაწყებულ საქმეს გააგრძელებენ. ზოგი საერთოდ ისე დაიბნევა რომ ვერაფერს გააკეთებს.

ასერომ, ნუ დააბნევთ ბავშვებს, იმის გამო რომ თქვენ გსურთ, თქვენს შვილს ამერიკული განათლება ჰქონდეს.

მოუსმინეთ მათ და მიეცით უფლება თავად გააკეთონ ის რაც უნდათ.

ბევრი ევროპულ-ამერიკული განათლების მქონე მინახავს, რომელიც ვერაფერს აკეთებს საქართველოში.

ჩემი ქართული დიპლომი იტალიაში არ გამომადგა, იტალიური ამერიკაში, ამერიკული კი საქართველოში არ გამომადგება.

ყველა ქვეყანას საკუთარი წესები აქვს და იმ ქვეყნის განათლება უნდა მიიღოს ბავშვმა სადაც ცხოვრობს.

ბოლოს მაინც ყველაფერი იმაზეა დამოკიდებული, “Who you know!” შეგიძლიათ არ დამეთანხმოთ,“ – წერს ცისნამი საყვარლიშვილი

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g