LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

მაჭარაშვილი: ბათუმში აქციაზე პრიგოჟინის პარტიის აქტიური წევრები და მათი უშუალო მხარდამჭერები იყვნენ

175
გურამ მაჭარაშვილი - IPN-ის ფოტო

„ბათუმში აქციაზე პრიგოჟინის პარტიის აქტიური წევრები და მათი უშუალო მხარდამჭერები იყვნენ“, – ამის შესახებ საზოგადოებრივი მოძრაობა „ხალხის ძალის“ წევრმა, გურამ მაჭარაშვილმა განაცხადა.

აღნიშნულით უმრავლესობის დეპუტატი ჟურნალისტებთან საუბრისას გამოეხმაურა ბათუმში გამართული საპროტესტო აქციას, სადაც მოქალაქეები სოჭიდან ლაინერის შემოსვლას აპროტესტებდნენ.

Astoria Grande სანქცირებული არ არის და მსოფლიოს სხვადასხვა ნავსადგურში თავისუფლად გადაადგილდება – ეკონომიკის მინისტრის მოადგილე

გარდა ამისა, გურამ მაჭარაშვილი გამოეხმაურა „ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის“ განცხადებას, რომელიც შინაგან საქმეთა სამინისტროს „ანტიკონსტიტუციური ქმედებების“ შეწყვეტისაკენ მოუწოდებს და საგანგაშოს უწოდებს იმას, რომ პოლიცია ყველა სხვა შემთხვევისგან განსხვავებით, განსაკუთრებით ზრუნავს რუსეთის მოქალაქეების უსაფრთხოებაზე.

მაჭარაშვილის შეფასებით საიამ ობიექტურობა დაკარგა:

კელი დეგნანი: არავინ უნდა ელოდოს, რომ ქართველები მიესალმებიან ხალხს იმ ქვეყნიდან, რომელსაც ოკუპირებული აქვს საქართველოს 20 პროცენტი

„შევახსენებ საიას, რომ ადამიანის უფლებების კონვენცია არსებობს, მარტო საიას წევრების უფლებების დაცვა კი არ არსებობს მსოფლიოში, ადამიანის უფლებების დაცვა არსებობს. როცა საია რუსეთის მოქალაქეების შემოსვლაზე საუბრობს, მათ შორის, ეთნიკურად ქართველების.

„ქართველი ხალხის სახელით საუბარი არ არის არც ერთი ელჩის საქმე - როცა აფასებ 150 „ნაციონალის“ აქციას და არქმევ ქართველი ხალხის პროტესტს, ეს ხომ გაუგებარია?!“ – კობახიძე

„საზოგადოება ხედავს და სწორად აფასებს ყველაფერს, სწორედ ამის გამოა, რომ კოლექტიური „ნაცმოძრაობის“ გუშინდელ აქციაზე მათი რამდენიმე ათეული აქტივისტის გარდა, არავინ მივიდა“

კარგად გადახედოს ინფორმაციებს რუსეთის მოქალაქეები მილიონობით, მათ შორის, ტურისტულად თუ სხვა მიზნით ჩადიან სხვადასხვა ქვეყანაში, მათ შორის, აშშ-ში და იქ მშვენივრად გრძნობენ თავს.

ეს არის ორმაგი სტანდარტი, რასაც საია იჩენს, რაც ადრე ჰქონდა ის ობიექტურობა დაკარგა. ჩვენ ვნახეთ იქ ვინ იყვნენ, მშვენივრად ჩანდა – პრიგოჟინის პარტიის აქტიური წევრები და მათი უშუალო მხარდამჭერი წევრები. დაუძველდათ მეთოდები, ეს პრიგოჟინის პარტიას ვეღარ უშველის“. – განაცხადა გურამ მაჭარაშვილმა.

„სამშობლოს დღეს რა აქვს დასაცავი იმ კონკრეტული ხომალდიდან, რომელიც ბათუმში შემოვიდა?! – ის რასაც ჩვენ ვხედავთ არის ფარისევლობა“ – კალაძე

 

ფოტო: „ინტერპრესნიუსი“
გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g