„სამშობლოს დღეს რა აქვს დასაცავი იმ კონკრეტული ხომალდიდან, რომელიც ბათუმში შემოვიდა?! – ის რასაც ჩვენ ვხედავთ არის ფარისევლობა“, – ამის შესახებ თბილისის მერმა, კახა კალაძემ ბათუმის პორტში გამართულ აქციასთან დაკავშირებით განაცხადა და თქვა, რომ რუსეთის მოქალაქეებს საქართველოში ტურისტული მიზნით ჩვეულებრივ შეუძლიათ შემოვიდნენ.
„იცით, რომ ხმელეთით წლების განმავლობაში შესაძლებელი იყო შემოსვლა, არსებობდა პირდაპირი ფრენები, ასევე შესაძლებელია ხომალდით შემოვიდნენ, რამდენიმე საათი დაყონ, დახარჯონ თანხები, საერთოდ ვერ ვხედავ ამაში პრობლემას. ის რასაც ჩვენ ვხედავთ არის ფარისევლობა“. – განაცხადა კახა კალაძემ.
ამავე თემაზე ვრცლად წაიკითხავთ:
„რუსეთი მტერია და არა სტუმარი!“ – პარლამენტთან აქცია დაიგეგმა