LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

საქართველოში 2023 წლის II კვარტალში 7299 მართვის მოწმობა გაიცა

206
მართვის მოწმობა

2023 წლის II კვარტალში საქართველოში 7299 მართვის მოწმობა გაიცა. ინფორმაციას შინაგან საქმეთა სამინისტროს საინფორმაციო-ანალიტიკური დეპარტამენტი ავრცელებს.

მონაცემების თანახმად, მართვის მოწმობის ამღებ პირთა შორის საქართველოს მოქალაქეების გარდა, სხვადასხვა ქვეყნის მოქალაქეები არიან, მათ შორის, რუსეთის, აზერბაიჯანის, ინდოეთის, ლიბანის, პაკისტანის, ისრაელის, აშშ-ის და ა.შ.

„B“ და „BE“ კატეგორიის სატრანსპორტო საშუალების მართვის უფლების მისაღები პრაქტიკული გამოცდა ორეტაპიანი 2022 წლის 25 აპრილიდან გახდა. პირველი ეტაპი კვლავ დახურულ მოედანზე ტარდება, ხოლო მეორე ეტაპი – რეალური საგზაო მოძრაობის პირობებში. მძღოლობის კანდიდატს უფლება აქვს პრაქტიკული გამოცდის პირველ ეტაპზე, თეორიული გამოცდის წარმატებით ჩაბარებიდან 30 კალენდარული დღის განმავლობაში გავიდეს, ხოლო პრაქტიკული გამოცდის მეორე ეტაპზე, პირველი ეტაპის წარმატებით ჩაბარებიდან 365 კალენდარული დღის განმავლობაში. ამასთან, პრაქტიკული გამოცდის მეორე ეტაპზე დაინტერესებული პირი დაიშვება (პირველადი გასვლა) პირველი ეტაპის წარმატებით ჩაბარებიდან არაუადრეს 15 დღისა.

magti 5g