რაჭაში მომხდარი სტიქიის დროს დაკარგული ადამიანების ძებნის პროცესთან დაკავშირებით, კითხვები აქვს „პარტნიორობა ადამიანის უფლებებისთვის“ ხელმძღვანელს ანა არგანაშვილს.
მას აინტერესებს, რატომ არ მოხდა საფრენი აპარატის ან ვერტმფრენის გამოყენება პირველივე რამეს, მაშინ, როდესაც გადარჩენილების პოვნის ალბათობა უფრო დიდი იყო.
„თუ პირველ ღამეს არ იყო საჭირო დამატებითი დახმარება და ღამით მომუშავე ტექნიკა, საფრენი აპარატი თუ ვერტმფრენი შოვში, რატომ მუშაობდა ტექნიკა მე-2 და მე-3 ღამეს, ღამის განათების საშუალებით და რატომ ეძებდნენ მე-4 დღეს გადარჩენილებს მაშველები? პირველ ღამეს უფრო დიდი ალბათობა იყო გადარჩენილების პოვნის თუ, მე-4 დღეს?“, – წერს ანა არგანაშვილი.
თუ პირველ ღამეს არ იყო საჭირო დამატებითი დახმარება და ღამით მომუშავე ტექნიკა, საფრენი აპარატი თუ ვერტმფრენი შოვში, რატომ…
Posted by Anna Arganashvili on Monday, August 7, 2023