მხატვრული მინის დიზაინერი ქეთი მექერიშვილი სოციალურ ქსელში პოსტს აქვეყნებს, სადაც წერს, რომ 15 ივნისის შემდეგ, გურჯაანში ტონობით ქვა-ღორღი ისევ ხევის ნაპირებზე ყრია, ხევის კალაპოტი ჩახერგილია და ყოველი წვიმის შემდეგ პირდაპირ სამანქანო გზაზე მიედინება.
როგორც ქეთი მექერიშვილი წერს, დაზიანებული ინფრასტრუქტურის შესახებ ინფორმაცია ადგილობრივ გამგეობას მიაწოდა, თუმცა იქ განუცხადეს, რომ „სამუშაოების დასაწყებად საკმარისი თანხა არ აქვთ“, თუმცა ამის პარალელურად გამგეობამ „ორი კონცერტის დაფინანსება და მხიარულების გამართვა შეძლო“.
ქეთი მექერიშვილს აინტერესებს, „ვინ არის ვალდებული, პასუხისმგებელი მათ ძვირფას სიცოცხლეზე და ვისი ბრალი იქნება თუ ერთხელ, მათი ხევის გადარევასაც მსხვერპლი მოჰყვება“.
„15 ივნისს გურჯაანში მომხარი სტიქიის შემდეგ ერთი დიდი პოსტი დავწერე თან ფოტოებიც დავურთე…..
7 აგვისტო გლოვის დღეთ გამოაცხადეს მე პირადად 3 აგვისტოდან ვგლოვობ და ხვალინდელ დღეს (8 აგვისტოს) კიდევ უფრო დამძიმდება ემოციური ფონი…..
2020 წელს ერთ რაჭველ გოგონას ჩემსავით დაუწერია პოსტი და გამოუქვეყნებია ფოტოსურათებთან ერთად თუ რა უბედურება შეიძლება დასტყდომოდა შოვს…… დღეს მარტო დარჩა საყვარელი ადამიანების და ახლობლების გარეშე….
როგორ ფიქრობთ 15 ივნისის შემდეგ რა ხდება გურჯაანში?????????????????
ტონობით ქვა-ღორღი ისევ ხევის ნაპირებზე ყრია….
ხევის კალაპოტი ჩახერგილია…….
ყოველი წვიმის შემდეგ ხევი მიედინება სამანქანო გზაზე….
15 ივნისის სტიქიის დროს დაზიანებული ქუჩები ისევ ათხრილია…..
15 ივნისის დროს დამტვრეული ხეები (გურჯაანის სასამართლოს მიმდებარედ და არა მხოლოდ) ისევ ხევის პირზეა გაშლილი….
სტიქიისგან დაზიანებული მილებიდან ისევ წყალი მოჩქებს…. მილებს ზემოდან ცელოფნები მოახვიეს წყლის შესაკავებლად……
დღეს ნასტიქიარ ქუჩებზე გადაადგილება ძალიან რთულია…
იცით 22 ივნისს რა მითხრეს გამგეობის თანამშრომლებმა?
(ხევის გრუხუნით შეშინებულმა რომ შევაწუხე ზარებით. ნასტიქიარ ადგილზე გზაა ჩახერგილი და როგორ მოვიდეთო მკითხეს…. თქვენი ჯიპებითთქო ვუპასუხე….. სუფთა ბოტასებით მოვიდნენ ციმციმ) არ გვაქვს საკმარისი თანხა რომ სამუშაოები დავიწყოთო……
ეს ხევიც ადიდდება შეიძლება მსგავსი მასშტაბის სტიქია არ დაგვატყდეს თავს მაგრამ არავინ იცის…….
მთავარია წუხდნენ, გული შესტკიოდეთ და ცდილობდნენ იმ შესაძლებლობის ფარგლებში მაინც რამის გაკეთებას რა საშუალებაც აქვთ….. მაგრამ არაფერს აკეთებენ…. თითქმის ორი თვე გავიდა… ამასობაში ორი დიდი კონცერტი კი დააფინანსეს ჩვენი ხევის თავზე დიდი მხიარულება გამართეს……
ზუსტად ვიცი ვინ წაიკითხავს და რას იფიქრებს….. მაგრამ სამარცხვინოდ გახლეჩილ ორივე მხარეს მინდა გკითხოთ (და კიდევ მიჩუნათებულ მესამე მხარესაც “0” რეაქციით რომ ზიხართ და არ იმჩნევთ არაფერს საკუთარ ტყავში კომფორტულად გახვეულები) ვის მივმართო? ვინ არის ვალდებული, პასუხისმგებელი ჩვენს ძვირფას სიცოცხლეზე….. ვისი ბრალი იქნება თუ ერთხელ ჩვენი ხევის გადარევასაც მოყვება მსხვერპლი??????“, – წერს ქეთი მექერიშვილი.
15 ივნისს გურჯაანში მომხარი სტიქიის შემდეგ ერთი დიდი პოსტი დავწერე თან ფოტოებიც დავურთე…..
???7 აგვისტო გლოვის დღეთ…Posted by Qeti Mekerishvili on Monday, August 7, 2023
