LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ტურისტულმა კომპანიამ საუკეთესო დაბალბიუჯეტიანი სასტუმროების სია შეადგინა

45

ტურისტულმა კომპანია Conde Nast Traveller-მა საუკეთესო დაბალბიუჯეტიანი სასტუმროების სია შეადგინა. აღსანიშნავია, რომ ექსპერტებმა რეიტინგის შედგენისას ის სასტუმროები მოინახულეს, სადაც ღამის გათენება 150 ფუნტზე ნაკლები ღირს. საუკეთესოთა შორის საუკეთესოს წოდება კი მაროკოში მდებარე მე-17 საუკუნეში აშენებულმა Le Riad berbere-მ მიიღო. სასტუმრო სულ 5 ნომრისა და ულამაზესი ტერასისგან შედგება. სტუმრებს კი ადგილობრივ კერძებს, იოგასა და მასაჟს სთავაზობენ.

საუკეთესოთა რიცხვში მოხვდა ასევე პუერტო-რიკოში მდებარე The Dreamcatcher და ბერლინის Sir Savigny. აღსანიშნავია, რომ ორივე სასტუმრო ძალიან ძველია და ვიზიტორებს მართლაც განსაკუთრებულ დასვენებას და დაბალ ფასებს სთავაზობს.