ბაია ურიდიას აშშ-ს საჰაერო ძალების ეარმენის ოფიციალური წოდება მიენიჭა. ამის შესახებ ბაია სოციალურ ქსელში წერს.
პოსტში ბაია აღნიშნავს, რომ მიიღო ამერიკის შეერთებული შტატების მოქალაქეობაც.
„დღეს, ყველაზე ისტორიული დღეა ჩემ ცხოვრებაში – ამერიკის შეერთებული შტატების საჰაერო ძალების ეარმენის ოფიციალური წოდება მომენიჭა, ორ თვიანი წვრთნების, ურთულესი გზის გავლის ბოლოს!
ყველაზე რთული დღეები იყო, ყველა თვალსაზრისით, რაც კი მაგონდება ჩემ გამოცდილებაში, მით უმეტეს, იმის გათვალისწინებით, რომ ნულოვანი კავშირი მქონდა გარე სამყაროსთან.
თუმცაღა, ახლა, რითაც ყველაზე აჟიტირებული ვარ და დაჯერებაც ამ წამამდე მიჭირს, ის ფაქტია, რომ ამერიკის მოქალაქე გავხდი! ჩემთვის სრულიად მოულოდნელად, წარმოდგენაც არ მქონდა, რომ ამ მცირე დროში, ეს პროცესი დაიწყებოდა და ამ შედეგით დასრულდებოდა, თან graduation დღეს, საჯაროდ, ათასობით ადამიანის წინაშე გამოაცხადებდნენ ჩემს სახელსა და გვარს, ეროვნებას და ოვაციებით მომილოცავდნენ.
ბევრი ემოციის და და აზრის გაზიარება მინდა, მაგრამ ჯერ ვერ ვალაგებ აზრებს და არც დრო მაქვს საკმარისი. მგონი, ეს ტექსტიც კი გაუმართავია.
ბოლოსკენ იმას ვიტყვი, რომ ძალიან დაღლილი (ბევრი მხრივ), მაგრამ ძალიან, ძალიან ამაყი და გამარჯვებული ვდგავარ ურთულესი გზის გავლის შემდეგ“, – წერს ბაია ურიდია.
დღეს, ყველაზე ისტორიული დღეა ჩემ ცხოვრებაში – ამერიკის შეერთებული შტატების საჰაერო ძალების ეარმენის ოფიციალური წოდება…
Posted by Bai Rós on Wednesday, 9 August 2023
