საქართველოს მწერალთა სახლს 2023 წლის 4 სექტემბრიდან ქეთევან დუმბაძე უხელმძღვანელებს. ამის შესახებ საქართველოს კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის მინისტრმა ბრძანება უკვე გამოსცა.
საქართველოს მწერალთა სახლს ქეთევან დუმბაძე უხელმძღვანელებს
მწერალთა სახლის ახალდანიშნული დირექტორი ქეთევან დუმბაძე “ტვ იმედთან” ინტერვიუში მისი დანიშვნის შესახებ საუბრობს.
“ფიქრიც კი არ მაქვს მაგაზე, რომ მე რაღაცა კატეგორიულ მოთხოვნებს მივიღებ და მითითებებს, აქ არის ნდობის საკითხი, მხოლოდ იმ თვისებების გამო გაჩნდა ეს ჩემი კანდიდატურა, რომ თავგადაკლული ვარ ლიტერატურაზე, ეს არის ჩემთვის უზენაესი ღირებულება – მწერალი და მისი შემოქმედება, მე ვიცი, როგორ იქმნება და რა ძალისხმევა სჭირდება თითოეულ სიტყვას, მე ეს მინახავს ჩემი თვალით და მე ამაში გავიზარდე”, – ამბობს მწერალთა სახლის ახალდანიშნული დირექტორი ქეთევან დუმბაძე.