LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„დაბ­რუნ­დე­ბა“ საქ სსრ მწე­რალ­თა კავ­ში­რის სული.. „ქართული ოცნება“ თავისუფალი კუნძულების ოკუპაციას აგრძელებს“ – როგორ აფასებენ მწერალთა სახლის დირექტორად ქეთევან დუმბაძის დანიშვნას მწერლები

314
Untitled design

2023 წლის 4 სექტემბრიდან, საქართველოს მწერალთა სახლს ქეთევან დუმბაძე უხელმძღვანელებს. შესაბამისი ბრძანება კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის მინისტრმა უკვე გამოსცა.

მანამდე, ბოლო 4 წლის განმავლობაში მწერალთა სახლს ნატაშა ლომოური ხელმძღვანელობდა.

მწერალთა სახლის დირექტორის თანამდებობაზე ქეთევან დუმბაძის დანიშვნას სოციალურ ქსელში ეხმიანებიან მწერლები.

მწერალი რატი ამაღლობელი:

„ყველა სახელმწიფო ინსტიტუტი მიტაცებილია, ყველგან ვიწრო პარტიულმა ინტერესმა ჩაანაცვლა აქამდე არსებული
ფართო საზოგადოებრივი კონსენსუსი, კულტურის მინისტრის გადაწყვეტილებით მწერალთა სახლი შინაარსობრივად და სულისკვეთებით კვლავ მწერალთა კავშირის საბჭოთა პოზიციებს დაუბრუნდა.

ვფიქრობ, დღეს ცალ-ცალკე ინსტიტუტების დამოუკიდებლობისათვის ბრძოლა კიდევ უფრო დაგვაცალკევებს. გამოსავალი ამ 12 წლიანი ერთპარტიული მონოპოლიის შეცვლა იქნებოდა. ძირეული ცვლილებების გარეშე არათუ დამოუკიდებელი ინსტიტუციებს, არამედ მთლიანად საქართველოს, როგორც სახელმწიფოსაც დავკარგავთ. უფრო მეტი ძალისხმევით უნდა ვისაუბროთ ახალ ალტერნატივებზე კულტურაში, განათლებაში, ეკონომიკაში.

შევქმნათ ახალი დღის წესრიგი, ახალი გაერთიანებები, სადაც საკუთარ თავს სხვადასხვა სფეროს წარმომადგენლები მკაფიოდ დაინახავენ. ასეთი გაერთიანებებისაა მომავალი“, – წერს რატი ამაღლობელი.

 

ყველა სახელმწიფო ინსტიტუტი მიტაცებილია, ყველგან ვიწრო პარტიულმა ინტერესმა ჩაანაცვალა აქამდე არსებული
ფართო…

Posted by Rati Amaglobeli on ხუთშაბათი, 10 აგვისტო, 2023

 

მწერალი ლაშა ბუღაძე:

„მწერალთა სახლში, როგორც იქნა, „დაბრუნდება“ საქ სსრ მწერალთა კავშირის სული… „ქართულმა ოცნებამ“ ახალი ოფის-შტაბი მიამატა თავის პარტიულ ოფისებს.

ვიდრე „ოცნება“ იქნება ხელისუფლებაში – ქვეყნის და სახელოვნებო სფეროთა ეროზია-დეგრადაცია გაგრძელდება… თ. წულუკიანი, რომელიც ყველაზე უვარგისი და დესტრუქციული მმართველია, ვინც კი ამ სფეროში ყოფილა, მწერალთაკავშირული რესენტიმენტებით ცდილობს „ბუნებაზე, ყვავილებზე და ჩიტებზე“ პოსტების მდებებისა და ლექსების მკეთებელი აპოლიტიკური „კულტურის მუშაკების“ გულის მოგებას…

რომელიმე რუსულ კანონ 2-ს ალბათ უკვე ტაშისკვრით მიიღებენ მწერალთა სახლის დარბაზში, როგორც ეს „ძველ და საყვარელ“ საბჭოთა მამების და ადრე თუ გვიან-შევარდნაძეულ ეპოქაში ხდებოდა. გილოცავთ, ამხანაგებო!“, – წერს ლაშა ბუღაძე სოციალურ ქსელში.

 

მწერალთა სახლში, როგორც იქნა, “დაბრუნდება” საქ სსრ მწერალთა კავშირის სული… “ქართულმა ოცნებამ” ახალი ოფის-შტაბი…

Posted by Lasha Bugadze on ხუთშაბათი, 10 აგვისტო, 2023

 

მწერალი ტორესა მოსი:

„რასაც ქალბატონი მინისტრი, ე.წ. მინისტრი, აკეთებს, ეს არის ალბათ საბჭოთა ტოტალიტარული გადმონაშთი, თავისი შინაარსით, თავისი ფორმით.

ასეთი მნიშვნელოვანი ინსტიტუციების ხელმძღვანელების ცვლილება არ შეიძლება ხდებოდეს ასეთი ველური ფორმით.

თვითონ ფაქტი, რომ კულტურის მინისტრი ვერ ახერხებს ვერცერთ იმ სფეროს წარმომადგენელთან შეხვედრას, ვერ ბედავს, რომლის მართვის ამბიციაც აქვს, ნიშნავს, რომ ის უბრალოდ არალეგიტიმური ადამიანია“, – ამბობს მედიასთან ტორესა მოსი.

მწერალი, გამომცემელი ზვიად კვარაცხელია:

„რუსულ კანონზე ხელმომწერი დეპუტატი მწერალთა სახლს უხელმძღვანელებსო. პარტია „ქართული ოცნება“ თავისუფალი კუნძულების ოკუპაციას აგრძელებს.

ჩემთვის პირადად სულერთია, რა დამსახურება ჰქონდა, ან რა სენტიმენტები გვაკავშირებდა პარტიულ ფუნქციონერთან, რომელიც წულუკიანმა მიავლინა თავისი მანქანის ჭანჭიკად. საბოლოოდ უნდა მორჩეს ის დრო, როცა ქვეყნის მოღალატეობასთან თანამშრომლობა პრაგმატული (სინამდვილეში კი ლაჩრული) მიზეზებით მართლდებოდა“, – წერს ზვიად კვარაცხელია.

 

რუსულ კანონზე ხელმომწერი დეპუტატი მწერალთა სახლს უხელმძღვანელებსო. პარტია „ქართული ოცნება“ თავისუფალი კუნძულების…

Posted by ზვიად კვარაცხელია/Zviad Kvaratskhelia on ხუთშაბათი, 10 აგვისტო, 2023

 

მწერალი თამთა მელაშვილი:

„უდიდესი მადლობა ნატაშა ლომოურს და მწერალთა სახლის სრულიად არაჩვეულებრივ გუნდს, რომლის უპირველესი ღირსება საქმის სიყვარულით კეთებაა, რასაც მე, პირადად, ყოველ წამს ვგრძნობდი და ყოველთვის უწყვეტ აღფრთოვანებაში მოვყავდი.

ალბათ, ზუსტად საქმის უსაზღვრო სიყვარული აცამტვერებდა იმ სტრესს, უკიდურესად დაძაბულ გარემოებებში წლობით მუშაობას, რომელსაც მწერალთა სახლის გუნდს კულტურის სამინისტრო უქმნიდა.

დიდი მადლობა ყველა თქვენგანს იმ უზღვავი საქმისთვის, რაც გააკეთეთ. ეს სტატუსი არც ერთ შემთხვევაში არაა დამშვიდობება. პირიქით, ახალი შემართებით, ერთიანი ბრძოლის დასაწყისია“, – წერს თამთა მელაშვილი.

 

უდიდესი მადლობა Natasha Lomouriს და მწერალთა სახლის სრულიად არაჩვეულებრივ გუნდს, რომლის უპირველესი ღირსება საქმის…

Posted by Tamta Melashvili on ხუთშაბათი, 10 აგვისტო, 2023

 

დღესვე, მწერალთა სახლში ქეთევან დუმბაძის დანიშვნასთან დაკავშირებით ერთობლივი განცხადება გაავრცელეს ასამდე მწერალმა, მთარგმნელმა, გამომცემელმა და ლიტერატურის სფეროში დასაქმებულმა ადამიანებმა.

ერთობლივი მიმართვის ხელმომწერების განცხადებით, ისინი „არ იღებენ ახალ დირექტორს, რომელმაც ქართული საზოგადოების წინააღმდეგ ხმა მისცა „რუსულ კანონს“.

განცხადებას უცვლელად გთავაზობთ:

„მწერალთა სახლი ქართული ლიტერატურული პროცესის ცენტრალური ინსტიტუციაა, რომელიც ხელს უწყობს რუსეთის მიერ საქართველოს გარშემო შექმნილი იზოლაციური კედლის ნგრევას, უზრუნველყოფს საქართველოს კულტურულ ჩართულობასა და მონაწილეობას სხვადასხვა უმნიშვნელოვანეს საერთაშორისო პლატფორმაზე.

ქართული ლიტერატურისთვის ამ უმნიშვნელოვანეს ინსტიტუციას, დღიდან მისი დაარსებისა ხელმძღვანელობდა ნატალია ლომოური, რომელიც მთელი ამ წლების განმავლობაში, მწერალთა სახლის გუნდთან ერთად ქმნიდა და ახორციელებდა უმნიშვნელოვანეს პროექტებს ქართული ლიტერატურისა და ზოგადად ქართული კულტურისთვის.

ყველა ადამიანის საქმიანობაზე შეიძლება არსებობდეს განსხვავებული აზრი, ყველა ინსტიტუციის ხელმძღვანელი შეიძლება შეიცვალოს, მაგრამ სახელმწიფოს მდგრადი განვითარებისთვის მნიშვნელოვანია საჯარო სამსახურში ადამიანის მიერ გაწეული შრომა ყოველთვის იყოს სათანადოდ დაფასებული და აღიარებული.

ასევე მნიშვნელოვანია ისეთი საერთო ეროვნული ინტერესების მატარებელი სფეროები როგორიცაა კულტურა, განათლება და ეროვნული უსაფრთხოება ყოველთვის თავისუფალი იყოს ვიწრო პოლიტიკური და პარტიულ-ჩინოვნიკური ჩარევებისა და გადაწყვეტილებებისგან.

შესაბამისად, ასეთი მნიშვნელოვანი ინსტიტუციის ხელმძღვანელის დაკავებული პოზიციიდან გაშვება და ახალი ხელმძღვანელის დანიშვნა სფეროში მომუშავე ადამიანებთან კონსულტაციის გარეშე, ვიწროპარტიული ხედვითა და დახურულ კარს მიღმა, სრულიად შეუთავსებელი, მიუღებელი და წარმოუდგენლად შეურაცხმყოფელია ნებისმიერი საღად მოაზროვნე ადამიანისთვის.

როდესაც კულტურის მინისტრს არ შეუძლია ელაპარაკოს ლიტერატურის სფეროს წარმომადგენლებს, არ აქვს სურვილი მივიდეს მწერალთა სახლში, დააფასოს და აღიაროს მისი თანამშრომლების მიერ ათი წლის განმავლობაში გაწეული უზარმაზარი შრომა, ის კარგავს ლეგიტიმაციას.

მინისტრის მიერ მიღებული გადაწყვეტილება, პარტიული კუთვნილების ნიშნით შეარჩიოს და ერთპიროვნულად დახურულ კარს მიღმა დანიშნოს ისეთი ინსტიტუციის ხელმძღვანელი, როგორიცაა მწერალთა სახლი, კატეგორიულად მიუღებელია. ის წარმოადგენს საბჭოთა ტოტალიტარული ტრადიციის ამაზრზენ გამოხატულებას და დამაზიანებელია ქართული კულტურისთვის სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი საერთაშორისო ურთიერთობებისთვის.

ჩვენ, ქართველი მწერლები, მთარგმნელები, გამომცემლები და ლიტერატურულ სფეროში დასაქმებული ადამიანები ვუცხადებთ დაუმორჩილებლობას კულტურის სამინისტროს პოლიტიკას, რომელიც ატარებს არადემოკრატიულ, საბჭოთა, ანტისახელმწიფოებრივ ხასიათს. შესაბამისად, ჩვენ არ ვიღებთ ახალ დირექტორს, რომელმაც ქართული საზოგადოების წინააღმდეგ ხმა მისცა „რუსულ კანონს“.

არ ვაღიარებთ საბჭოთა მეთოდებით ლიტერატურულ ცხოვრებასა და პროცესებში ჩარევას.

მოვითხოვთ, შეიქმნას მწერლების მიერ გამოყოფილ სამუშაო ჯგუფთან ერთად კომისია, რომელიც შეარჩევს მწერალთა სახლის დირექტორის კანდიდატს და შეიმუშავებს ახალ მართვა-გამგეობის დოკუმენტს, რომ მომავალშიც ავიცილოთ ერთპიროვნული და პარტიული გადაწყვეტილებებით მწერალთა სახლის მუშაობაში ჩარევა“, – წერია განცხადებაში, რომელსაც ხელს აწერენ:

იაკი კაბე
გვანცა ჯობავა
ლაშა ბუღაძე
რატი მუჯირი
ნინა სურამელაშვილი
რატი ამაღლობელი
დარეჯან კიკოლიაშვილი
გია გოკიელი
გიორგი შონია
შორენა ლებანიძე
ბუბა კუდავა
მაკა კასრაძე
თათია გიორგაძე
ნათია ორმოცაძე
მაშო სამადაშვილი
თაკო ლონდარიძე
ელენე ჯაფარიძე
თამარ კორკოტაშვილი
დალილა გოგია
მანანა მათიაშვილი
ანი მილაშვილი
თინა მამულაშვილი
თეკლა ქველაძე
თაკო კიკვაძე
ნატო გორდელაძე
დათო გორგილაძე
რუსუდან რუხაძე
ნატო ალხაზიშვილი
მაია ბადრიძე
მაია ცირამუა
ეკატერინე ტოგონიძე
ივა ფეზუაშვილი
შოთა იათაშვილი
ნატო კვარაცხელია
ბექა ადამაშვილი
ინგა ჟღენტი
ბელა ჩეკურიშვილი
ლელა კურტანიძე
მაია კუდავა
ზვიად კვარაცხელია
თამთა მელაშვილი
ბესო სოლომანაშვილი
ირაკლი სოლომანაშვილი
მაგდა ნოვაკოვსკა
კოკა ქამუშაძე
ენიკოლოზ აგლაძე
ზურა პაპიაშვილი
ბათუ დანელია
თეონა დოლენჯაშვილი
ნინია ნადირაძე
ქეთი ქანთარია
მაია ლიპარტელიანი
სალომე ბენიძე
გიორგი ხარაიშვილი
ირინე ჭოღოშვილი
მაიკო დანელია
ლელა კოდალაშვილი
ია ჯინჭარაძე
ნინი ელიაშვილი
სოფიო კუბლაშვილი
მაკო ჯანჯიბუხაშვილი
მაია ალუდაური
მაკა ლდოკონენი
ზაალ ანდრონიკაშვილი
გაგა ნახუცრიშვილი
თორნიკე სიბაშვილი
ანა კოპალიანი
თამარ კვიჟინაძე
ეკა ქევანიშვილი
ლელა დუმბაძე
ნიკა ლაშხია
ლანა კალანდია
ირაკლი ლომოური
ხათუნა თავდგირიძე
სანდრო ნავერიანი
ნუკა ღამბაშიძე
ანი ყიასაშვილი
მარიამ კვიციანი
ამირან რამიშვილი
თინათინ ბერიაშვილი
ტორესა მოსი
წალენჯიხის ლიტერატურული ფესტივალი „გრანელი“ ზუგდიდის
თანამედროვე ხელოვნების ფესტივალი F5

mazda magti 5g