შოვში მომხდარი სტიქიის დროს დაღუპული და-ძმა, სოფო და გიორგი ყარალაშვილები 15 აგვისტოს დაკრძალეს.
სოფოს და გიორგის შესახებ სოციალურ ქსელში ემოციურ სტატუსს აქვეყნებს მათი მეგობარი – ანი კოხტაშვილი და წერს, რომ მათ დაწყებულ საქმეებს აუცილებლად გააგრძელებენ.
„მეგონა, რომ მოსვლით შევძლებდი რაღაცნაირად დამშვიდობებას, მაგრამ არ იყო ეს დამშვიდობება.
ხოდა, არ გემშვიდობებით, ისე ვიზამ ზუსტად, როგორც ბელამ გვთხოვა – ისეთები გახსოვდეთ, როგორსაც იცნობდითო… სულ მემახსოვრებით ხუჭუჭები, ღიმილიანები, საქმიანები, პოზიტიურები და უკეთილშობილესები.
აუცილებლად გავაგრძელებთ თქვენს დაწყებულ საქმეებს, სულ ჩვენთან იქნებით და სულ დაგინახავთ ხოლმე, გიო – ბევრი დისკუსიითა და იდეებით, საღებავებით ხელში, მერე კიდევ სოფი შემოშრიალდება, გაწეწილი თმითა და წითელი პომადით…“ – წერს ანი კოხტაშვილი სოციალურ ქსელში.
მეგონა, რომ მოსვლით შევძლებდი რაღაცნაირად დამშვიდობებას, მაგრამ არ იყო ეს დამშვიდობება.
ხოდა, არ გემშვიდობებით, ისე…Posted by Ani Kokhtashvili on სამშაბათი, 15 აგვისტო, 2023
ცნობისათვის, ამ დროისთვის არსებული ბოლო მონაცემებით, 3 აგვისტოს შოვში მომხდარი სტიქიის შედეგად დაღუპული 26 ადამიანის ცხედარს მიაკვლიეს, მათგან იდენტიფიცირებულია 24 ადამიანი. ამ დრომდე ეძებენ 7 დაკარგულს.
„სოფოც აღარ გვყავს” – შოვში დაკარგული სოფო ყარალაშვილის ცხედარი იპოვეს
სტიქიის ზონაში დაღუპულებს შორის გიორგი ყარალაშვილიცაა