LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

იოგა დეპრესიის დამარცხებაში დაგეხმარებათ

128

იოგა დეპრესიას ამარცხებს. ჰარვარდის უნივერსიტეტის სპეციალისტებმა დაადგინეს, რომ იოგას სასურველი ფორმების მიღებისა და წელის ტკივილის გაქრობის გარდა კიდევ სხვა სარგებელიც მოაქვს.

აღმოჩნდა, რომ მუდმივი ვარჯიში სხვადასხვა ფსიქიკური დაავადებების სიმპტომებს ამცირებს და ხშირ შემთხვევაში  აქრობს კიდეც. საქმე ისაა, რომ იოგა ორგანიზმში სეროტონინის, ანუ განწყობის სტაბილიზატორის გამომუშავებას უზრუნველყოფს, კონცენტრაცია და სწორი სუნთქვა კი სტრესს ანეიტრალებს.

აღსანიშნავია, რომ ექსპერიმენტში სულ 30 ადამიანი მონაწილეობდა და მათზე რამდენიმე კვირიანმა დაკვირვებამ აჩვენა, რომ იოგას ანტიდეპრესანტების ჩანაცვლებაც კი შეუძლია.

 

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები