LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„ბოლოს, როცა ტელეფონზე ველაპარაკე, ერთად ვგეგმავდით, როგორ აღგვენიშნა ჩვენი უფროსი შვილის მოახლოებული დაბადების დღე.. რატომღაც მჯეროდა, რომ ტყეს შეაფარებდა თავს..“ – შოვში დაღუპულის ოჯახს დახმარება სჭირდება

772
fot (2)

ბოლო ცნობებით, სტიქიას შოვში 31 ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა, მათ შორისაა 38 წლის ნიკოლოზ ჩალაძე, რომელიც შოვში, კოტეჯების მშენებლობაზე მუშაობდა, როცა 3 აგვისტოს, მეწყერი ჩამოწვა. ნიკას ცხედარს რამდენიმე დღის განმავლობაში ეძებდნენ მაშველები. ნიკა შოვის სტიქიიდან მე-19 დღეს დაკრძალეს. ნიკოლოზ ჩალაძის მეუღლე „ბათუმელებთან“ ინტერვიუში ტრაგედიის დღეს იხსენებს.

„ნიკა შოვში ახალი ასული იყო, ჯერ ავიდნენ და ადგილი დაათვალიერეს. იმ დღეს იწყებდნენ მუშაობას… ბოლოს, როცა ტელეფონზე ველაპარაკე, ერთად ვგეგმავდით, როგორ აღგვენიშნა ჩვენი უფროსი შვილის მოახლოებული დაბადების დღე.. დიდხანს ვესაუბრე, რა გვექნა დღეობაზე, რა მოგვეფიქრებინა. მეც ვმუშაობდი და ვუთხარი, მერე დაგირეკავ-მეთქი.

„36 წლის ნიკოლოზ ჩალაძის ცხედარი მეუღლემ, თავისივე ნაჩუქარი ჯვრით ამოიცნო.. ორი მცირეწლოვანი შვილი დარჩა, თითოეულ ლარს შეუძლია შეცვალოს ბავშვების მომავალი“ – ოჯახის მეგობარი მიმართვას ავრცელებს

როგორც მან „ფორტუნას“ განუცხადა, ნიკოლოზ ჩალაძის ცხედარი მეუღლემ და ძმებმა ამოიცნეს, თუმცა ოჯახი ახლა დნმ-ის ანალიზის პასუხებს ელოდება.

მე ამბროლაურის საბავშვო ბაღების გაერთიანების საქმისმწარმოებელი ვარ. იმ დღეს მედიიდან გავიგე, შოვში მეწყერი ჩამოწვაო. მაშინვე გადავრეკე ნიკასთან, მაგრამ ვეღარ მიპასუხა, თურმე…

გაუჩერებლად ვრეკავდი, იქნებ მიპასუხოს-მეთქი. მეორე დღეს ავედი ადგილზე, ვეძებდით… რატომღაც მჯეროდა, რომ ტყეს შეაფარებდა თავს: აი, ახლა გამოჩნდება, აი, ახლა დარეკავს-მეთქი, ჩემთვის ვამბობდი. მერე გავიაზრე, როგორ ადგილზე იყო ეს კოტეჯები – იქ ვინც იყო, ისვენებდა თუ მუშაობდა, ყველა დაიღუპა. როგორც ჩანს, მაშინვე დაიღუპა ნიკაც,“ – ამბობს ეკა გოგლიძე.

ნიკოლოზ ჩალაძეს ორი მცირეწლოვანი შვილი დარჩა: დემეტრე და დავითი, რომელსაც დაუნის სინდრომი აქვს. ოჯახს საზოგადოების მხარდაჭერა და დახმარება სჭირდება.

„პატარას, დავითს, დაუნის სინდრომი აქვს, დახმარებას იღებენ მხოლოდ ბავშვები და პროგრამაშიც ჩართულია, მაგრამ მოგეხსენებათ, რამდენი საჭიროება აქვს ამ სინდრომით დაავადებულ ბავშვს.

ნიკას სურდა, თავისი ხელით აეშენებინა ახალი სახლი. ნიკას სოფელი ონშია, სოფელი ლაგვანთა, მე სამსახურის გამო დედაჩემთან ვარ სოფელ წესში, ამბროლაურში. ნიკას ოჯახი გასაყოფი იყო, მაგრამ სახლი არ იყო იმხელა, რომ გაყოფილიყო.

„2 მცირეწლოვანი შვილი დარჩა – 5 წლის დემეტრე და წლინახევრის დათუჩა, რომელსაც დაუნის სინდრომი აქვს და განსაკუთრებული მზრუნველობა სჭირდება“ – შოვში დაღუპულ ნიკოლოზ ჩალაძის ოჯახს საზოგადოების დახმარება სჭირდება

ნიკა ამბობდა, ახალი სახლი უნდა ავაშენოთ, შვილები გვეზრდებიანო, ვენახიც ჩაყარა, სულ მუშაობდა ფიზიკურად, ხან სად, ხან – სად,“ – გვითხრა ეკა გოგლიძემ.

ლიბერთი ბანკი, ანგარიშის ნომერი: #GE72LB0711182522606000

მიმღები: ეკა გოგლიძე (ნიკოლოზის მეუღლე)

ონის მუნიციპალიტეტში, სტიქიის ზონაში სამძებრო სამუშაო ამ დრომდე მიმდინარეობს. სტიქიის შედეგად დაღუპულთა რიცხვი 31-მდე გაიზარდა. ბოლო მონაცემებით დაკარგული რჩება კიდევ ორი ადამიანი, რომელთა ძებნა-შველის ოპერაციაც გრძელდება. მაშველები მცურავი საშუალებებით მუშაობენ მდინარეების კალაპოტებში, მათ შორის გუმათ ჰესის ტერიტორიაზეც.

 

 

წყარო: „ბათუმელები“ 
გაზიარება
გაზიარება

კომენტარები