LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

მანამ, სანამ ირინა შეიკი ბრედლი კუპერთან ერთად ვენეციაში იმყოფება, ტომ ბრედი დროს იახტაზე ეულად ატარებს – უახლესი ფოტოები

247
page

მას შემდეგ რაც ირინა შეიკმა ზაფხულის ცხელი დღეები ექს-მეუღლესთან, ბრედლი კუპერთან ერთად გაატარა, ის მასთან ერთად იტალიაში, „ვენეციის კინოფესტივალზე“ გაემართა, სადაც კუპერის ახალი ფილმის, „მაესტროს“ პრემიერა უნდა შედგეს. მათ თან 6 წლის ქალიშვილი ლეა და კუპერის დედაც ახლავთ.

წყვილი ერთად ნავში გადაიღეს. ისინი ერთმანეთს გვერდიდან არ შორდებოდნენ.

ამ დროს კი ირინა შეიკის „ახალი გულის სწორი“, ტომ ბრედი ეულად ატარებდა დროს იახტაზე. სხვათა შორის, ინსაიდერის ცნობით, სპორტსმენი საერთოდ არ ეჭვიანობს, პირიქით ის აღფრთოვანებულია.

„ტომი ერთ წამითაც არ ეჭვიანობს, პირიქით, ის აღფრთოვანებულია მათი ახლო, მეგობრული ურთიერთობით. ის ბრედლის დიდ პატივს სცემს და თვლის, რომ ის შესანიშნავი მამაა. ტომი მოხარულია, რომ ირინა და ბრედლი ერთობლივად ზრდიან ქალიშვილს“, – აცხადებს ინსაიდერი.

ტომ ბრედის პირველი რეაქცია ირინა შეიკისა და ბრედლი კუპერის ერთობლივ დასვენებაზე

„ეს გოგო გაგიჟდა?“ – ტომ ბრედისთან რომანის ფონზე ირინა შეიკი ბრედლი კუპერთან ერთად ისვენებს და პიკანტურ ფოტოებს ავრცელებს

ვიდეო: ვნებიანი ღამის შემდეგ – ახალი ჰოლივუდური წყვილის დაბადება – ირინა შიკი და ტომ ბრედი ერთად არიან

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები