LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

როგორ შევიძინოთ ავიაბილეთები იაფად – რჩევები Wizzair–ის პრეზიდენტისგან

88

როგორ ვიყიდოთ wizzair_ის ბილეთი იაფად – ამის შესახებ რჩევას თავად ვიზეარის პრეზიდენტი ჯოზეფ ვარადი გვაძლევს.

მისი თქმით, პირველ რიგში გასათვალისწინებელია პიკური სეზონები – ზაფხული, დღესასწაულები და ა.შ. ამ პერიოდში ყველა მიმართულებით ბილეთებზე მოთხოვნა იზრდება და იაფად ფრენას იშვიათად თუ შეძლებთ. ზამთარში კი ავიაბილეთების ფასი საგრძნობლად იკლებს.

ამის გარდა, Wizzair-ის პრეზიდენტი ქართველ მომხმარებელს ურჩევს, რომ ბილეთები დაახლოებით 6 თვით ადრე შეიძინონ.

„რაც უფრო ადრე იყიდით ბილეთს მით უფრო იაფი იქნება ის“, – განაცხადა ჯოზეფ ვარადიმ .

ჯოზეფ ვარადის განცხადებით, სხვა შემთხვევაში wizzair-ის ბილეთების ფასი 49 ლარიდან იწყება, საშუალო ფასი კი150 ლარია. (საუბარია ერთი მიმართულებით ფრენებზე)

მისი თქმით,  ეს ფასი იზრდება 400 – 500 ლარამდე იმ შემთხვევაში, თუ მომხმარებელი ბილეთს წინასწარ არ ყიდულობს და ბოლო დღეებში გადაწყვეტს მის შეძენას.

” wizzair–ის პოლიტიკის გათვალისწინებით, რომელიც გულისხმობს იმას, რომ მგზავრი იხდის მხოლოდ იმის საფასურს რა მომსახურებასაც იღებს, ბილეთების ფასების ზრდა მომავალში გათვალისწინებული არ არის”, – აღნიშნა მან.

წამყვანმა დაბალბიუჯეტიანმა ავიაკომპანია wizzair –მა დღეს, ქუთაისში ბაზირების 6 თვე აღნიშნა. ამ თარიღთან დაკავშირებით, ავიაკომპანიის დირექტორი ჯოზეფ ბარადი საქართველოს ეწვია და შემაჯამებელი პრესკონფერენცია გამართა.

თამთა უთურგაშვილი

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები