LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ორლანდო ბლუმმა ყოფი მეუღლეს დაბადების დღე ემოციურად მიულოცა

48

მსახიობმა ორლანდო ბლუმმა თავის მიკრობლოგზე ყოფილ მეუღლეს, მოდელ მირანდა ქერის დაბადების დღე ემოციურად მიულოცა: „დაბადების დღეს ვულოცავ არაჩვეულებრივ დედას, პარტნიორს და მეგობარს“ – დაწერა მან. იუბილარი ბლუმის მილოცვაზე სამადლობელი „ღიმილაკებით“ შემოიფარგლა.

შეგახსენებთ, რომ ორლანდომ და მირანდამ 2010 წელს იქორწინეს, ერთ წელიწადში კი მათ ვაჟიშვილი, ფლინი შეეძინათ, ორი წლის შემდეგ კი ერთმანეთს დაშორდნენ. ამჟამად ქერი Snapchat-ის დამაარსებლის, ევან შპიგელის საცოლეა, ბლუმი კი ჯერ კიდევ ცხოვრების მეგზურის ძიებაშია.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები