ვენსან კასელი და ტინა კუნაკი ერთმანეთს რამდენიმე თვის წინ დაშორდნენ, თუმცა არცერთ მათგანს არ ეტყობა, რომ განშორებას განიცდის. ისინი ძალიან აქტიურად ავრცელებენ ფოტოებსა და ვიდეოებს სოციალურ ქსელებში, დადიან ბარებში და მოგზაურობენ.
ამჯერად 56 წლის კასელმა „სთორიში“ ვიდეო გაავრცელა, ის საკმაოდ კარგ ხასიათზეა და შესანიშნავად გამოიყურება ჯინსის შარვალსა და ლურჯ მაისურში.
სოციალურ მედიაში წერენ, რომ ექს-წყვილი ერთმანეთს ეჯიბრება, ასე რომ, დაველოდოთ ტინა კუნაკის საპასუხო პოსტს.
„ერთმანეთს ეჯიბრებიან“, „ინსტაგრამ გადაძახილი“ – ტინა კუნაკისა და ვენსან კასელის უახლესი ფოტოები