ლეგენდარული მსახიობი და მომღერალი, ბარბრა სტრეიზანდი ბიოგრაფიულ წიგნს, „მე მქვია ბარბრა“ უშვებს. მემუარები გაყიდვაში 7 ნოემბერს ჩაეშვება. ამის შესახებ ინფორმაცია 80 წლის ვარსკვლავმა „ინსტაგრამზე“ ჯერ კიდევ წლის დასაწყისში გაავრცელა.
ახლა კი ცნობილი გახდა, რომ მემუარებთან ერთად არტისტი ორ ალბომსაც გაავრცელებს, მათი სახელწოდებაა, Columbia Records და Legacy Recordings.
ალბომები ფილმებში გაჟღერებული სიმღერების დემო ვერსიებს აერთიანებს, რომლებიც მან გარდაცვლილ კომპოზიტორთან, მაიკლ ლეგრანდთან ერთად ჩაწერა. ნამუშევრები 27 ოქტომბერს გამოიცემა.
„მე მქვია ბარბრა“- 80 წლის ბარბრა სტრეიზანდი ბიოგრაფიულ წიგნს უშვებს