კომპანია Dodge-იმ სარეკლამო კამპანია ჩაუშვა სახელწოდებით ”The Brotherhood of Muscle”, რომლის მეთაურიც ვინ დიზელია.
დიზელისა და ”დოჯის” პარტნიორობა შემთხვევითი არ არის: მსახიობი ”ფორსაჟში” დომინიკ ტორეტოს როლს ასრულებს, ამერიკელი ავტომწარმოებელი კი ფრანშიზას ერთ-ერთი სპონსორია. სხვათაშორის, ”ფორსაჟის” ბოლო სერიამ შემოსავლით ”ვარსკვლავური ომები: ძალების გამოღვიძებას” აჯობა.
Dodge-იმ სამი ვიდეორგოლი გამოუშვა, რომელთა ტრანსლირებაც ტელევიზიაში დაიწყება. თითოეულ მათგანში ვინ დიზელი Dodge-ის ”დამუხტულ” მოდელებს მართავს და ამა თუ იმ სიტუაციაში მათ აღმატებულებას უსვამს ხაზს.
კლიპის ბოლოს კომპანიის მასლქარების დევიზი ჩნდება, რომელიც სიტყვების თამაშს წარმოადგენს: Domestic. Not Domesticated, რაც დაახლოებით ასე ითაგმნება: შინაური (ჭეშმარიტად ამერიკული, სამამულო), მაგრამ არა მოშინაურებული.
შეგახსენებთ, ”ფორსაჟის” მერვე ნაწილში მოდიფიკაცია Challenger SRT მონაწილეობს სახელწოდებით Demon, ის 851 ცხენის ძალიანი V8 ძრავით არის აღჭურვილი.
https://www.youtube.com/watch?v=yB6k7Q_uXks
https://www.youtube.com/watch?v=5tdOE-MCEIU
https://www.youtube.com/watch?v=VOx4CCbVQjE
http://www.kolesa.ru/news/zvezda-forsazha-vozglavil-bratstvo-maslkarov-dodge