LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ექსკლუზიური ინტერვიუ ”ფორსაჟის” ბექსთეიჯის შესახებ

125

რა დრო სჭირდება ავტომობილების ”ფორსაჟისთვის” მომზადებას? როგორ აუმჯობესებენ ავტომობილებს გადაღებებისთვის და რომელი ავტომობილი გახდა მერვე ნაწილის უნიკალური მოდელი? Kolesa.ru-სთან საავტომობილო ტექნიკის კოორდინატორმა ბრედ კელიმ ჰოლივუდურ ბექსთეიჯზე ისაუბრა.

მერვე ეპიზოდის ყურებისას, რთულია დაიჯერო, რომ ყველა ტრიუკი რეალურად არის შესრულებული, ნუთუ არცერთი მათგანი არ არის დახატული?

არა, ყველა ტრიუკი რეალურია, მემონტაჟეებმა რამდენიმე სცენა დახვეწეს, თუმცა, ყველა ავტომობილი რეალურად მონაწილეობს.

ტრიუკებს თავად მსახიობები ასრულებდნენ?

ეს ყველაფერი ე.წ. Second unit-ის ნამუშევარია. ”ფორსაჟში” პლანეტის საუკეთესო კასკადიორები მუშაობენ, რომლებიც მუდმივად შეუძლებელს ახერხებენ.

როგორ არჩვეთ ავტომობილებს, რაიმე პერსონალური მისწრაფებაა?

გმირებისთვის ავტომობილებს მათივე ხასიათის, სცენარისა და ლოკაციის მიხედვით  არჩევენ, თუმცა რა თქმა უნდა, პერსონალური მისწრაფებებისც თამაშობს თავის როლს.

იყო თუ არა მონაწილე მოდელებს შორის ნამდვილად უნიკალური ავტომობილი?

ოო, დიახ. ეს არის Ice Charger – მას ყოველდღე ნამდვილად ვერ ნახავ.

რომელ სცენაში იყო ყველაზე ბევრი ავტომობილი?

სცენაში, სადაც ნიუ-იორკში ავტომობილების მასობრივი “დაზომბება” ხდება, დაახლოებით ასი მძღოლი კასკადიორია დაკავებული.

https://youtu.be/mkHaPyQYNpQ

ავტომობილებს სპეციალურად ამზადებთ, თუ სერიულ მოდელებს იყენებთ?

თითოეული მათგანი, რომელიც ფილმში ჩანს სპეციალურ მომზადებას მძღოლის უსაფრთხოების გამო საჭიროებს.

მთლიანობაში რა დროს მოითხოვს ტრიუკისთვის მზადება და რომელი ნაწილია ყველაზე შრომატევადი?

ყველა ავტომობილის მომზადებას ჯამში სამი თვე სჭირდება, თითოეულის გაუმჯობესებას შეიძლება დასჭირდეს დრო ერთი დღიდან 6 კვირამდე.

არის თუ არა რაიმე ჩამონათვალი, რაც აუცილებლად სჭირდება ავტომობილს?

სია კონკრეტული ავტომომობილისგან მომდინარეობს, თუმცა საერთო ჩამონათვალიც რა თქმა უნდა არის. მინიმუმ აუცილებელია უსაფრთხოების კარკასი, უკანა თვლების მუხრუჭის სისტემა, უსაფრთხოების ბალიშების ამოღება და ABS-სა და Traction control-ის დეაქტივაცია. ვერ ვიტყვი, რომ ეს ძნელია, უბრალოდ ბევრი საქმეა.

მერვე ნაწილის რომელი ტრიუკია უნიკალური და ყველაზე დასამახსოვრებელი?

ვფიქრობ ყველა ტრიუკი, რომელიც ისლანდიაში გადავიღეთ, უნიკალური და დასამახსოვრებელია. ყინულზე სიარული უამრავ სირთულესთან არის დაკავშირებული, თუმცა ვფიქრობ, შედეგი ამად ღირს.

ფორსაჟის პრემიერამდე Castrol EDGE Titanium Trial-ის ახალი სერიაც გამოჩნდა, რომელშიც ფილმის ვარსკვლავები, მიშელ როდრიგესი და მისი კასკადიორი, დები ევანსი მონაწილეობენ, ესეც თქვენი ნამუშევარია?

დიახ, ასეა. ჩვენ ტრადიციულად გადაღებებისთვის Castrol EDGE-ს ვიყენებთ, რომელიც ექტრემალურ სიტუაციებს კარგად ერგება, როგორც მოსალოდნელი იყო, ყველაფერმა იდეალურად ჩაიარა.

თუ გაქვთ რაიმე იდეა ტრიუკებისთვის, რომელიც ჯერ ვერ განახორციელეთ?

დიახ, არის რამდენიმე ჩანაფიქრი, ვნახოთ, შევძლებთ თუ არა მათ რეალიზებას ”ფორსაჟის” მეცხრე ნაწილში.


https://youtu.be/aK-yMJhMzy8

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები