ქართული „იქს ფაქტორის“ მონაწილე, ნინი ბრეგვაძე, რომელიც ბოლო წლებია, აშშ-ში ცხოვრობს, სასიხარული ინფორმაციას ავრცელებს. მალე მას ამერიკულ „ვოისში“ ვიხილავთ, რომელიც მალე დაიწყება „ენ ბი სის“ ეთერში. ნინი ახლობლებს ბოდიშს უხდის ტყუილებისთვის, რადგან მას „ვოისში“ მონაწილეობის დამალვა უწევდა, როგორც ჩანს, შოუს მკაცრი კონფიდენციალურობის გამო.
„ბოდიშს გიხდით ყველა იმ ტყუილისთვის, რაც ბოლო დროს ვთქვი. ეს ფოტოები ცხადყოფს, რას ვაკეთებდი ბოლო რამდენიმე თვის განმავლობაში. მე „ვოისის” კასტინგზე გავედი. უყურეთ შოუს მალე, ორშაბათობით და სამშაბათობით!..“. – წერს ნინი ბრეგვაძე სოციალურ ქსელში.
ნუცა ბუზალაძის მერე, ნინი მეორე ქართველი იქნება, ვინც ამ მასშტაბის ამერიკულ მუსიკალურ კონკურსში მიიღებს მონაწილეობას.
Sorry for all the lies i’ve been telling. Swipe to see what i’ve been up to these past few months. ?
I auditioned for @…
Posted by Nini Bregvadze on Friday, September 15, 2023
ნინი ბრეგვაძე ამერიკაში მიემგზავრება – „აქ არაფრის გაკეთების საშუალება არ არის…“