ჩეჩნეთის ლიდერი, რამზან კადიროვი მისი გარდაცვალების შესახებ გავრცელებულ ინფორმაციას ვიდეოთი ეხმაურება.
კადრში ჩანს, თუ როგორ სეირნობს წვიმაში კადიროვი, ის ყველას ურჩევს სპორტით დაკავდნენ.
“ყველას, ვინც ინტერნეტში სიმართლეს სიცრუისგან ვერ არჩევს, ვურჩევ, გაისეირნონ სუფთა ჰაერზე და დაალაგოს აზრები. წვიმა საოცრად აცოცხლებს”, – აცხადებს კადიროვი.
ცნობისთვის, “ტელეგრამ” არხებზე გავრცელდა ინფორმაცია, რომ კადიროვი, სავარაუდოდ, ღამით რუსეთის პრეზიდენტის ადმინისტრაციის ცენტრალურ კლინიკურ საავადმყოფოში გარდაიცვალა.