LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

საქართველოსა და პერუს შორის უვიზო მიმოსვლის შესახებ შეთანხმება გაფორმდა

128
fot (2)

საქართველოსა და პერუს რესპუბლიკას შორის უვიზო მიმოსვლის შესახებ შეთანხმება გაფორმდა.

საგარეო საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, დოკუმენტს საქართველოს და პერუს საგარეო საქმეთა მინისტრებმა ილია დარჩიაშვილმა და ანა სესილია გერვასმა ნიუ-იორკში მოაწერეს ხელი.

შეხვედრა გაეროს გენერალური ასამბლეის 78-ე სესიის ფარგლებში გაიმართა.

ნიუ-იორკში გამართულ შეხვედრაზე მხარეებმა განიხილეს ორმხრივი და მრავალმხრივი დღის წესრიგის აქტუალური საკითხები და სამომავლო პერსპექტივები. ხაზი გაესვა მაღალი დონის ვიზიტების განხორციელების მნიშვნელობას და თანამშრომლობის გაღრმავებას პოლიტიკურ, სავაჭრო-ეკონომიკურ, კულტურისა და განათლების სფეროებში.

 

 

საქართველოსა და პერუს რესპუბლიკას შორის უვიზო მიმოსვლის შესახებ შეთანხმება გაფორმდა

2023 წლის 18 სექტემბერს,…

Posted by საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო / MFA of Georgia on ორშაბათი, 18 სექტემბერი, 2023

 

 

„ილია დარჩიაშვილმა კოლეგასთან შეხვედრაზე ხაზი გაუსვა საქართველოსთვის ლათინური ამერიკის ქვეყნებთან თანამშრომლობის მნიშვნელობას.

მხარეები შეთანხმდნენ აქტიურად იმუშაონ ორმხრივი თანამშრომლობის განვითარებისთვის სხვადასხვა სფეროში, განსაკუთრებით კი მომსახურების და სახელმწიფო სერვისების მიმართულებით საქართველოს წარმატებული რეფორმების გამოცდილების გაზიარების კუთხით“, – აღნიშნულია საგარეო საქმეთა სამინისტროს ინფორმაციაში.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g