პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ყოფილი გენერალური პროკურორის, ოთარ ფარცხალაძის შესახებ სოციალურ ქსელში სტატუსს აქვეყნებს და წერს, რომ პრეზიდენტთან ფარცხალაძის მოქალაქეობაზე დოკუმენტი არ გადაგზავნილა.
„პრეზიდენტთან ოთარ ფარცხალაძის საქართველოს მოქალაქეობაზე არანაირი დოკუმენტი არ გადმოგზავნილა“, – წერს სალომე ზურაბიშვილი.
? პრეზიდენტთან ოთარ ფარცხალაძის საქართველოს მოქალაქეობაზე არანაირი დოკუმენტი არ გადმოგზავნილა
Posted by სალომე ზურაბიშვილი / Salome Zourabichvili on სამშაბათი, 19 სექტემბერი, 2023
ცნობისათვის, 18 სექტემბერს, არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებთან შეხვედრის დროს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა განაცხადა, რომ საქართველოს ყოფილი მთავარი გენერალური პროკურორის, აშშ-ის მიერ სანქცირებული ოთარ ფარცხალაძის საქმეზე გამოძიების დაწყებას ითხოვს.
პრეზიდენტი „ყველაზე დიდ უბედურებას“ უწოდებს იმას, რომ ქვეყნის „გენერალური პროკურორი „ეფესბეს“ აგენტი ყოფილა.
შეგახსენებთ, აშშ-მა ყოფილი გენერალური პროკურორი ოთარ ფარცხალაძე დაასანქცირა.
როგორც აშშ-ის სახელმწიფო მდივნის ენტონი ბლინკენის განცხადებაშია აღნიშნული, სახელმწიფო დეპარტამენტს სასანქციო სიაში შეჰყავს რუსეთის სადაზვერვო სამსახურის ოფიცერი და ერთი ქართველ-რუსი ოლიგარქი, რომელსაც რუსეთის სასარგებლოდ საქართველოს საზოგადოებასა და პოლიტიკაში ჩარევისთვის იყენებდნენ.
ამავე თემაზე:
აშშ-ის სანქციების გამო საქართველოს ბანკებში ოთარ ფარცხალაძეს ანგარიშები გაუყინეს