LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

საერთაშორისო სავალუტო ფონდის მისიის ხელმძღვანელი საქართველოს ეროვნული ბანკის გადაწყვეტილებას ეხმაურება

146
john

საქართველოს ეროვნული ბანკის მიერ სანქციათა რეჟიმების შესრულების წესში ცვლილების შეტანას საერთაშორისო სავალუტო ფონდის მისიის ხელმძღვანელი ჯეიმს ჯონი გამოეხმაურა.

„შეშფოთებულები ვართ ეროვნული ბანკის ბოლოდროინდელი განცხადებით, რომელიც სანქციების მიმართ მიდგომას ცვლის. ამ საკითხს ეროვნულ ბანკთან და კომერციულ ბანკებთან ერთად დეტალურად განვიხილავთ და მხოლოდ ზედმიწევნითი შესწავლის შემდეგ შევაფასებთ მის გავლენას, მათ შორის, საერთაშორისო სავალუტო ფონდის მიერ მხარდაჭერილ საქართველოს პროგრამაზე, რომლის აღდგენის მიზნით მოლაპარაკებები მიმდინარეობს,“ – აღნიშნა ჯეიმს ჯონმა.

შეგახსენებთ, რომ საქართველოს ეროვნული ბანკის გადაწყვეტილებით, სანქციათა რეჟიმების შესრულების წესში შეტანილი ცვლილებით საერთაშორისო სანქციები არ შეიძლება შეეხოს საქართველოს მოქალაქეს, თუ მის მიმართ ქართულ სასამართლოს გამამტყუნებელი განაჩენი არ აქვს გამოტანილი. შედეგად, აშშ-ის მიერ სანქცირებულ ყოფილ გენერალურ პროკურორს ოთარ ფარცხალაძეს საქართველოს ბანკებში ანგარიშებზე წვდომა აღუდგა. ეროვნული ბანკის პრეზიდენტის მოვალეობის შემსრულებლის ნათია თურნავას ბრძანების შემდეგ, ეროვნული ბანკი დატოვეს ვიცე-პრეზიდენტებმა პაპუნა ლეჟავამ, არჩილ მესტვირიშვილმა,  ნიკოლოზ გაგუამ და  ეროვნული ბანკის პრეზიდენტის მრჩეველმა გიორგი ბაქრაძემ.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

mazda magti 5g