LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

რთველი 2023 -კახეთში 107 ათასი ტონა ყურძენია გადამუშავებული

122
რთველი

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს ცნობით, 21 სექტემბრის მდგომარეობით, რთველი 2023 წლის ფარგლებში, გადამუშავებულია 107 ათასი ტონა ყურძენი, აქედან 51 ათას ტონამდე რქაწითელი, 52 ათას ტონამდე საფერავი, 2,2 ათასი ტონა კახური მწვანე და დანარჩენი სხვადასხვა ჯიშის ყურძენია.

მოსავალი საწარმოებს 10 ათასზე მეტმა მევენახემ ჩააბარა. მათი შემოსავალი 111 მლნ ლარს აღწევს.

გრძელდება კლიმატური პირობების გამო დაზიანებული ყურძნის ჩაბარებაც. სახელმწიფო ღვინის საწარმოს შპს „მოსავლის მართვის კომპანიის“ მიერ გადამუშავებულია 16,6 ათასი ტონა დაზიანებული ყურძენი.

რთველის საკოორდინაციო შტაბში დარეგისტრირებულია 400-მდე ღვინის კომპანია, ყურძნის გადამუშავების პროცესში უკვე 220 კომპანიაა ჩართული.

რთველი აქტიურია კახეთის ყველა მუნიციპალიტეტში საგარეჯოს გარდა, რომელიც რთველის პროცესში რამდენიმე დღეში, ყურძნის საჭირო კონდიციაში შესვლისთანავე ჩაერთვება.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

mazda magti 5g