LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ვიდეო: ნანიკო ხაზარაძე: „უყურებ, შენი საყვარელი მამა ნელ-ნელა როგორ ხდება სხვა ადამიანი… არაფერი ვიცოდი და მასაც გავუმწარე ცხოვრება და მეც გავიმწარე…“

769
ნანიკო ხაზარაძე

ნანიკო ხაზარაძე „დილის ტალღასთან“ მამის მდგომარეობისა და ალცჰაიმერის დაავადების შესახებ ემოციურად საუბრობს.

„ეს არის უცნაური დაავადება და არ გინდა, რომ დაიჯერო. საუბარია ჩემს ოჯახის წევრზე. უყურებ, შენი საყვარელი მამა ნელ-ნელა სხვა ადამიანი ხდება. პირველი, რაც მოდის შენგან, არის აგრესია. არ გინდა დაიჯერო, რომ რაღაც ხდება. სულ ცდილობ, დააჯერო, გაუმეორო, ახლიდან, როგორც ბავშვს გაკვეთილს ასწავლი. მერე ხვდები, რომ სულ ტყუილად ჩხუბობ, ტენი ამ ინფორმაციას, მაგრამ ეს გვიან გესმის.. იმ წუთისთვის, როცა ეს დაიწყო, არაფერი ვიცოდი. მისი ელემენტარული გულმავიწყობა ჩემთვის იყო ნორმალური, ერთ დღეს მივხვდი, რომ მორჩა. როცა მამას დიაგნოზმა დაიწყო გამწვავება, მას ვეჩხუბებოდი და ვუმტკიცებდი, რომ ეს ასე არ იყო… ნელ-ნელა ვისწავლე, რომ სწორი კომუნიკაცია შესაძლებელია… რადგან არ ვიცოდი, მასაც გავუმწარე ცხოვრება და მეც გავიმწარე…“

ნანიკო ხაზარაძემ ისაუბრა მძიმე და მტკივნეულ გადაწყვეტილებაზე, როდესაც მამა გადავიყვანე მოხუცთა თავშესაფარში…

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულარულები