კომპანია Rolls-Royce-მა წარადგინა Phantom Inspired by Cinque Terre. სედანი შექმნილია ლიგურიის სანაპიროს და ეროვნული პარკის ჩინკვე-ტერეს შთაგონებით. ამისთვის შეარჩიეს შესაფერისი ძარის საღებავი, სალონი კი მორთეს ვაზის ორნამენტებით და თავად ქვეყნის კონტურებით.
ავტომობილი ააწყვეს მარკის კლიენტის შეკვეთით და ახლა უკვე საპატიო ადგილს იკავებს ფართო კოლექციაში.