დევიდ ბექჰემმა 12 წლის ქალიშვილთან გადაღებული ვიდეო გაავრცელა და კიდევ ერთხელ გახდა კრიტიკის ობიექტი. ვიდეოში ჰარპერი მამას მაკიაჟს უკეთებს, ერთ მომენტში კი ისინი ტუჩებში კოცნიან ერთმანეთს.
„ჩემი პატარა ვიზაჟისტი, ის ბრწყინვალედ ართმევს თავს ამ მოვალეობას და მშვენიერი ფლეილისტიც აქვს, დედიკო, ჩვენ გზაში ვართ“, – წერს ბექჰემი.
შეგახსენებთ, ფეხბურთელი ბევრჯერ გაუკრიტიკებიათ აღნიშნული ქმედების გამო.
„ეს გოგო უკვე 12 წლისაა, წარმოუდგენელი ამბავია“ – დევიდ ბექჰემი კვლავ კრიტიკის ობიექტი ხდება