LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ალუდა ღუდუშაური: უმარტივესი „ქეისი“ დევს საკონსტიტუციო სასამართლოს წინაშე – პრეზიდენტს ღია ომი აქვს გამოცხადებული

126
ალუდა და სალომე

„უმარტივესი „ქეისი“ დევს საკონსტიტუციო სასამართლოს წინაშე – მტკიცებულებები, თუ როგორ ირღვევა კონსტიტუცია, ასე მზის შუქზე და თვალნათლივ, სხვა არც ერთ „ქეისთან” მიმართებით არ ჰქონია სასამართლოს“, – ამის შესახებ „ქართული ოცნების“ დეპუტატმა, ალუდა ღუდუშაურმა განაცხადა.

როგორც მანვე აღნიშნა, პრეზიდენტს კონსტიტუციის წინააღმდეგ ღია ომი აქვს გამოცხადებული.

დღეს საკონსტიტუციო სასამართლო პრეზიდენტის იმპიჩმენტის საკითხის წარდგინებას განიხილავს

„პრეზიდენტმა ღიად, საჯაროდ გადაწყვიტა დაჰპირისპირებოდა კონსტიტუციას, რაც არის ქვეყნის ღირსება, სუვერენიტეტი, ქვეყნის ინტერესები დევს კონსტიტუციაში და ჩვენ კრძალვით ვალდებულები ვართ პატივი ვცეთ ყველაზე მთავარ კანონს – კონსტიტუციას. ამ ყველაფრის გარანტი უნდა იყოს პრეზიდენტი.

ყველა, მათ შორის, საერთაშორისო საზოგადოება კარგად ხედავს, რომ პრეზიდენტს ღია ომი აქვს გამოცხადებული და ყოველდღიურ რეჟიმში ხდება კონსტიტუციის უხეში დარღვევა.

ჩვენ ვერავითარ შემთხვევაში ვერ ვიქნებით გულგრილი ამის მიმართ, ეს იქნებოდა ჩვენი თანამონაწილეობა და წარმოუდგენელია, რომ თანამონაწილე ვიყოთ კონსტიტუციის დარღვევის, აქედან გამომდინარე ამას მოჰყვება რეაგირება და უმარტივესი „ქეისი“ დევს საკონსტიტუციო სასამართლოს წინაშე, ასე მზის შუქზე, თვალნათლივ, თუ როგორ ირღვევა კონსტიტუცია, ამის მტკიცებულებები, სხვა არც ერთ „ქეისთან“ მიმართებით არ ჰქონია სასამართლოს.

„სავალდებულოსი რა გითხრათ, თუმცა, თუ პრეზიდენტი სხდომას დაესწრება, სასამართლოსთვის უკეთესია, უფრო კარგად რომ გამოიკვლიოს – მოსამართლე გიორგი კვერენჩხილაძე

შესაბამისად, პრეზიდენტს ვურჩევდით, კაპიტანი გიგაურისგან კი ნუ იღებს რჩევებს, პატივი სცეს საკუთარ ხალხს, ქვეყანას და კონსტიტუციას“. – განაცხადა ალუდა ღუდუშაურმა.

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g