Ford Mustang-ების მთელმა ოჯახმა განახლების შემდეგ მიიღო ფუნქცია, რომელიც მძღოლებს, ადგილზე დგომისას, კვამლის გამოშვებაში დაეხმარება. წინათ ასეთი სისტემა მხოლოდ GT-ის მოდიფიკაციის V8 ძრავის მქონე მოდელებს ჰქონდათ.
განახლებული Mustang-ის შემთხვევაში კი ასეთი ფუნქცია ყველა ვერსიას აქვს, დაწყებული 2.3 ლიტრის მოცულობის EcoBoost-ის ძრავით, დასრულებული ხუთ ლიტრიანი ძრავებით.
როგორ მუშაობს სისტემა, ”ფორდის” რგოლში ცნობილი ამერიკელი დრიფტერი, ვონ ჰიტინ უმცროსი გვაჩვენებს. ბერნაუტის კეთებისას დამხმარე ფუნქცია ბორტ კომპიუტერის მენიუდან ირთვება, ამის შემდეგ ელექტროობა წინა მუხრუჭებს ბლოკავს და თიშავს ანტისაბუქსირე სისტემას, მძღოლს კი მხოლოდ ისღა დარჩენია, გაზის სატერფულს დააჭიროს.
რესტაილინგებული მუსტანგი ამა წლის დასაწყისში გამოჩნდა. სპორტქარი გარეგნულადაც შეიცვალა, მიიღო სხვა ძრავთა გამა და ათ საფეხურიანი ”ავტომატი”. ასევე განახლებული ელექტრონული მოწყობილობათა პანელი.
https://www.youtube.com/watch?v=plDofMvYYAQ