პალესტინის საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადებით, „მშვიდობის გარანტია მხოლოდ ისრაელის მიერ პალესტინის ოკუპაციის დასრულებაა“.
როგორც გავრცელებულ განცხადებაში აღნიშნული, ისრაელის მიერ პალესტინის ტერიტორიის ოკუპაციის დასრულება რეგიონში „უსაფრთხოების, სტაბილურობისა და მშვიდობის“ ერთადერთი გარანტიაა.
„ის, რაც უზრუნველყოფს ჩვენს რეგიონში უსაფრთხოების, სტაბილურობისა და მშვიდობის გარანტიას, არის ისრაელის მიერ პალესტინის ოკუპაციის დასრულება და პალესტინელი ხალხის დამოუკიდებლობისა და სუვერენიტეტის უფლების აღიარება“, – აღნიშნულია პალესტინის საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადების ტექსტში.
„ჩვენ ყველას ვაფრთხილებდით ყოველდღიური პროვოკაციებისა და თავდასხმების შედეგების, ისრაელის საოკუპაციო ძალების მუდმივი ტერორიზმისა და მათ მიერ ალ-აქსას მეჩეთისა და სხვა ქრისტიანული თუ ისლამური წმინდა ადგილების დარბევის შესახებ“, – აცხადებს პალესტინის საგარეო საქმეთა სამინისტრო.
ცნობისათვის, ამ დროისთვის არსებული ბოლო ინფორმაციით, ისრაელზე თავდასხმის შედეგად სულ მცირე 40 ადამიანი დაიღუპა, 700-ზე მეტი კი დაიჭრა.
ბენიამინ ნეთანიაჰუ: ისრაელის მოქალაქეებო, ჩვენ ომში ვართ და ჩვენ გავიმარჯვებთ
საგარეო საქმეთა სამინისტრო: ისრაელში დაშავებულებს შორის საქართველოს მოქალაქეები არ არიან
„ვგმობ ისრაელზე და მის მოქალაქეებზე განხორციელებულ ტერორისტულ თავდასხმას“ – ირაკლი ღარიბაშვილი