LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„ვიდეო გამოგვიგზავნეს, ჩემი შვილი დავინახე, მანქანაში უგონო მდგომარეობაში იყო პალესტინელებთან, გთხოვთ, დამეხმარეთ..“ – გერმანელი დედა დაკარგული შვილის შესახებ ინფორმაციას ითხოვს

1728
შანი ლუკი

ისრაელში, ისლამისტური ტერორისტული დაჯგუფება „ჰამასის“ თავდასხმის შედეგად დაკარგულებს, ამ დრომდე ეძებენ.

BBC – ის ცნობით, გერმანელი დედა, დაკარგული შვილის შესახებ ინფორმაციის მიწოდებას ითხოვს. როგორც ქალი ამბობს, მისი გოგონა მუსიკალური ფესტივალიდან პალესტინელმა „ბოევიკებმა“ გაიტაცეს.

გაუჩინარებული შანი ლუკი გერმანიიდან ისრაელში, ფესტივალზე დასასწრებად ჩავიდა.

როგორც დაკარგული ტურისტის დედა, რიკარდა იხსენებს, მას გამოუგზავნეს ვიდეო, რომელშიც მისი შვილი ამოიცნო, მანქანაში, უგონო მდგომარეობაში მყოფი.

„ის პალესტინელებმა ტურისტების ჯგუფთან ერთად გაიტაცეს.

ჩვენ გამოგვიგზავნეს ვიდეო, რომელშიც აშკარად დავინახე ჩვენი ქალიშვილი მანქანაში, უგონო მდგომარეობაში პალესტინელებთან ერთად, ისინი ღაზას სექტორში მოძრაობდნენ.

გთხოვთ, დამეხმარეთ, მაცნობეთ რაიმე სიახლე,“ – ამბობს დაკარგული ტურისტის დედა.

ქალბატონი ლუკის ოჯახი შვილთან დაკავშირებას შაბათ დილიდან ცდილობს.

„ჯერ კიდევ გვაქვს რაღაცის იმედი“, – განუცხადა Washington Post-ს შანი ლუკის ბიძაშვილმა და დასძინა, რომ „ჰამასმა“ შედეგებზე პასუხი უნდა აგოს.

შანი ლუკი დაკარგულებიდან ერთ-ერთია. ისრაელის მთავრობა კიდევ 100-ზე მეტ გაუჩინარებულ ადამიანს ეძებს.

Israel War Room „ტვიტერზე“ ავრცელებს იმ ადამიანების ფოტოებსა და სახელებს, რომლებიც ოფიციალურად დაკარგულებად მიიჩნევიან.

 

 

გაუჩინარებულებს შორის არიან: ბრიტანეთის მოქალაქე ჯეიკ მარლოუ,  ისრაელი ქალი, ნოა არგამანი, გილი იოსკოვიჩი და სხვები.

„სოლიდარობა ისრაელს!“ – თბილისის ანძა ისრაელის სახელმწიფო დროშის ფერებში განათდა

„შეტაკებების შედეგად ისრაელმა 400-ზე მეტი პალესტინელი მებრძოლი მოკლა“ – ისრაელის თავდაცვის ძალები

ისრაელში ოფიციალურად გამოცხადდა საომარი მდგომარეობა

magti 5g