ქართული ავიაკომპანიის Geosky სამგზავრო მიმართულება Georgian Wings ამიერიდან თბილისიდან ბაქოსკენ რეისებს კვირაში 5-ჯერ განახორციელებს.
მგზავრებს აღნიშნულ მარშრუტზე ყოველ ორშაბათს, ოთხშაბათს, პარასკევს, შაბათს და კვირას ფრანგულ-იტალიური წარმოების, 72 მგზავრზე გათვლილი საჰაერო ხომალდი ATR72-500 მოემსახურება.
შეგახსენებთ, რომ Georgian Wings-მა პირველი საერთაშორისო რეგულარული ავიარეისი 2023 წლის 5 სექტემბერს განახორციელა და მას შემდეგ ფრენებს რეგულარულად ასრულებს თბილისის შოთა რუსთაველის საერთაშორისო აეროპორტიდან ბაქოს ჰეიდარ ალიევის სახელობის საერთაშორისო აეროპორტის მიმართულებით.