LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

მერაბ ტურავა: „არანაირი ზეწოლა არ ყოფილა – არ გვჭირდება ზეწოლა, ზეწოლის გარეშეც ვიცით, როგორი და რა გადაწყვეტილება უნდა მივიღოთ“

140
მერაბ ტურავა

„გადაწყვეტილების გამოცხადების და გამოქვეყნების დღეა 16 ოქტომბერი. 16 ოქტომბერი შედგება რამდენიმე საათისგან. ეს იმას ნიშნავს, რომ მოსამართლეები შეიკრიბებიან 12 საათის შემდეგ, გადაწყვეტილებას ხელს მოაწერენ “, – ამის შესახებ საკონსტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარემ, მერაბ ტურავას განაცხადა.

აღნიშნულით მან ჟურნალისტებთან პრეზიდენტის საიმპიჩმენტო წარდგინებაზე გადაწყვეტილების პროცედურა განმარტა და თქვა, რომ ამის შემდეგ დაახლოებით, ორი საათი სჭირდება იმას, რომ გადაწყვეტილების ტექსტი გამოსაცხადებლად მომზადდეს.

თეონა აქუბარდია: „ვისურვებდი, საკონსტიტუციო სასამართლოს ჰქონდეს მედეგობა იმისა, რომ გაუძლოს „ქართული ოცნების“ წნეხს“

ტურავას თქმით, საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილების გამოსაცხადებლად მთელი რიგი პროცედურები აქვს ჩასატარებელი.

„ექსპერტიზა უნდა გაიაროს სამართლებრივ დეპარტამენტში, ხოლო მას შემდეგ გამოცხადდება, რამდენიმე საათში, დღის განმავლობაში გამოქვეყნდება.

მიუხედავად იმისა, რომ მე ვიცი ჩემი და მოსამართლეების პოზიციებიც, კანონიდან გამომდინარე, არ ვარ უფლებამოსილი, ეს კანონდარღვევა იქნება, რომ დოკუმენტის ხელმოწერამდე ჩემი პოზიცია გამოვაცხადო. 

ვიდეო: „როგორც ყოველთვის, კარგი“ - ზურაბიშვილი პასუხობს, რა განწყობა აქვს საკონსტიტუციოს გადაწყვეტილებამდე

პრეზიდენტის საიმპიჩმენტო წარდგინებაზე დასკვნას დღეს საკონსტიტუციო სასამართლო გამოაცხადებს.

არანაირი ზეწოლა არ ყოფილა, ამის შესახებ ინფორმირებულები იქნებოდით და ჩვენ განვაცხადებდით. არ გვჭირდება ზეწოლა, ზეწოლის გარეშეც ვიცით, როგორი და რა გადაწყვეტილება უნდა მივიღოთ.

ჩვენ შევიკრიბეთ, ვითათბირეთ და ცნობილია სხვა მოსამართლეების გადაწყვეტილება. იყო თუ არა აზრთა სხვადასხვაობა, ესეც არის თათბირის საიდუმლოება.

ვიცით ერთმანეთის პოზიცია, თათბირის საიდუმლოებას ვერ გავამჟღავნებთ. მას შემდეგ რაც დოკუმენტს ხელი მოეწერება… ჩვენ უნდა მივიღოთ გადაწყვეტილება, რომელიც სამართლებრივად დასაბუთებული იქნება.

ნორმალური საქმე იყო, დროში ვიყავით შეზღუდულები. ეს იყო ჩვეულებრივი სამართლებრივი დავა.

ირაკლი კობახიძე: სალომე ზურაბიშვილი ისეთივე პროდასავლელია, როგორც ლევან ხაბეიშვილი ან გუბაზ სანიკიძე

შეიძლება თავისი მნიშვნელობით, დიდი მნიშვნელობა აქვს, მაგრამ სამართლებრივად გადასაწყვეტად ჩვენთვის არ იყო განსაკუთრებულ სირთულეებთან დაკავშირებული.

როგორიც უნდა ყოფილიყო გადაწყვეტილება, ისეთი მივიღეთ“. – განაცხადა მერაბ ტურავამ.

ცნობისთვის, დაარღვია თუ არა პრეზიდენტმა კონსტიტუცია – პრეზიდენტის საიმპიჩმენტო წარდგინებაზე დასკვნას დღეს საკონსტიტუციო სასამართლო გამოაცხადებს.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g