სალომე ზურაბიშვილის მოწოდებას არ გავითვალისწინებ, რადგან არასერიოზულია. მე არაფრით დამიმსახურებია ის, რომ პრეზიდენტი შიგნით იყოს და მე გარედან ვუყურებდე,- ამის შესახებ პარტია „გირჩის“ლიდერმა იაგო ხვიჩიამ განაცხადა, როდესაც გამოეხმაურა პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილის განცხადებას პარლამენტში მისვლასა და ოპოზიციის მხარდაჭერაზე.
როგორც დეპუტატმა „პალიტრანიუსის“ ეთერში განაცხადა, ახლა მიმდინარეობს თამაში, რომელთანაც გაკარება არ უნდა.
არსად არ მივდივარ, არ გადავდგები, არ გადმოვდგები, ვიქნები იქ, სადაც ვიყავი, სადაც ვარ - პრეზიდენტი
დღეს ერთი ქვით მოკლეს ევროპული მომავალი და დემოკრატიაც.
„ქართულ ოცნებას“ დახმარება სჭირდება იმის გამო, რომ ხალხი, რომელიც პროდასავლური ხმებით იქნა არჩეული, უცებ ჩამოყალიბდა სიტუაცია, რომ პრორუსულს აწვებიან. ხალხი, რომელიც თავისი შინაარსით პროდასავლელი იყო და პროდასავლურების გამოც მისცა ხმა „ქართულ ოცნებას“, შანსია, რომ დაიკარგოს. ამიტომ საჭიროა „ქართული ოცნების“ წიაღში პროდასავლელი ლიდერის გამოჩენა, რომელიც ამ გავარდნილ ხმებს მოაგროვებს, როგორც პროდასავლელი და დააბრუნებს „ქართული ოცნების“ ყულაბაში. ჩემი აზრით, ახლა, ეს თამაში მიმდინარეობს იმიტომ, რომ ამას სხვა არაფერი ჰქვია. [თამაში] ჩემი საქმე არ არის და უბრალოდ, ამ თამაშთან მე საერთოდ გაკარება არ მინდა, არც ჩემ სხვა მეგობრებს უნდათ გაკარება, მაგრამ მინდა ადამიანებმა დაიჯერონ, რომ „ქართული ოცნების“ მიზანი არ ყოფილა ქალბატონი სალომე ზურაბიშვილის გათავისუფლება.
სალომე ზურაბიშვილის მოწოდებას არ გავითვალისწინებ, რადგან არასერიოზულია. მე არაფრით დამიმსახურებია ის, რომ პრეზიდენტი შიგნით იყოს და მე გარედან ვუყურებდე.
მის მიერ დანიშნულმა მოსამართლემ დაუჭირა მხარი მის იმპიჩმენტს. იუსტიციის საბჭოში ვის მიერ დანიშნული წევრია შეკრული „კლანთან“? ან მოდით ვთქვათ, რომ ქალბატონი სალომე სულ შეცდომას უშვებს და ამის მიუხედავად ჩვენ, პარლამენტის წევრები მაინც გარეთ უნდა ვიყოთ, თვითონ შიგნით და აზრი მან უნდა გამოთქვას. პირიქით, დისკუსიას ვაპირებთო, „ქოცებმა“ თქვეს, სადღაც მოვისმინე და იქაც ვაპირებ მონაწილეობის მიღებას. მაინტერესებს, რას იტყვიან“, – განაცხადა იაგო ხვიჩიამ.
საკონსტიტუციო სასამართლომ პრეზიდენტის მიერ კონსტიტუციის დარღვევა დაადგინა
შეგახსენებთ, საკონსტიტუციო სასამართლომ პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილის მიერ ევროპაში, მთავრობის უნებართვო ვიზიტების განხორციელებით, ქვეყნის კონსტიტუციის დარღვევა დაადგინა. აღნიშნულ გადაწყვეტილებას პლენუმის 9 მოსამართლედან მხარი არ დაუჭირა სამმა მოსამართლემ: ირინა იმერლიშვილმა, გიორგი კვერენჩხილაძემ და თეიმურაზ ტუღუშმა. კონსტიტუციის დარღვევის გადაწყვეტილებას მხარი დაუჭირეს მოსამართლეებმა: მერაბ ტურავამ, ევა გოცირიძემ, გიორგი თევდორაშვილმა, ხვიჩა კიკილაშვილმა, მანანა კობახიძემ და ვასილ როინიშვილმა.