LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

საკონსტიტუციო სასამართლომ პრეზიდენტის მიერ კონსტიტუციის დარღვევა დაადგინა

301
ing (2)

საკონსტიტუციო სასამართლომ პრეზიდენტის საიმპიჩმენტო წარდგინებაზე დასკვნა გამოაქვეყნა.

საკონსტიტუციო სასამართლოს დასკვნის მიხედვით, პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილის მიერ ევროპაში, მთავრობის უნებართვო ვიზიტების განხორციელებით, ქვეყნის კონსტიტუციის დარღვევა დადგინდა.

საკონსტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარის, მერაბ ტურავას განცხადებით, დასკვნაზე განსხვავებული მოსაზრება დააფიქსირა სამმა მოსამართლემ: ირინა იმერლიშვილმა, გიორგი კვერენჩხილაძემ და თეიმურაზ ტუღუშმა:

„საქართველოს პრეზიდენტმა 2023 წლის 31 აგვისტოს, 1-ელ და 6 სექტემბერს საზღვარგარეთ სამუშაო ვიზიტების დროს, საგარეო ურთიერთობათა სფეროში წარმომადგენლობითი უფლებამოსილება განახორციელა საქართველოს მთავრობის თანხმობის გარეშე, რითაც დაარღვია საქართველოს კონსტიტუციის 52-ე მუხლის, 1-ელ მუხლის „ა“ ქვეპუნტქტის დანაწესი. სასამართლო ასკვნის, რომ აღნიშნული წარმოადგენს კონსტიტუციის დარღვევას.

დასკვნა ძალაშია საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს ვებ-გვერდზე გამოქვეყნების მომენტიდან. დასკვნა საბოლოოა და გასაჩივრებას ან გადასინჯვას არ ექვემდებარება. დასკვნას დაერთოს მოსამართლეების, ირინე იმერლიშვილის, გიორგი კვერენჩხილაძის და თეიმურაზ ტუღუშის განსხვავებული აზრი”, – განაცხადა  საკონსტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარე მერაბ ტურავამ.

მერაბ ტურავა: „არანაირი ზეწოლა არ ყოფილა – არ გვჭირდება ზეწოლა, ზეწოლის გარეშეც ვიცით, როგორი და რა გადაწყვეტილება უნდა მივიღოთ“ 

ვიდეო: „როგორც ყოველთვის, კარგი“ – ზურაბიშვილი პასუხობს, რა განწყობა აქვს საკონსტიტუციოს გადაწყვეტილებამდე

საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილების შემდეგ ახლა პროცესები პარლამენტში უნდა გაგრძელდეს. იმპიჩმენტის თაობაზე საბოლოო გადაწყვეტილებას პარლამენტი იღებს. პრეზიდენტის გადასაყენებლად 100 დეპუტატის ხმა არის საჭირო, რაც იმას ნიშნავს, რომ „ქართული ოცნების“ წევრებთან ერთად ოპოზიციის მხარდაჭერაც იქნება საჭირო.

შეგახსენებთ, პრეზიდენტის იმპიჩმენტის თაობაზე კონსტიტუციური წარდგინება საკონსტიტუციო სასამართლომ წარმოებაში 22 სექტემბერს მიიღო. სასამართლომ „ქართული ოცნების“ ავტორობით მომზადებული წარდგინება ოქტომბრის დასაწყისში განიხილა.

საპარლამენტო უმრავლესობის წევრები პრეზიდენტს კონსტიტუციის დარღვევას ედავებოდნენ. კერძოდ, სალომე ზურაბიშვილის წინააღმდეგ იმპიჩმენტის პროცესის დაწყების საფუძველი პრეზიდენტის მიერ განხორციელებული ის საგარეო ვიზიტები გახდა, რაზედაც მთავრობამ სალომე ზურაბიშვილს თანხმობა არ მისცა.

მანამდე, პრეზიდენტის თანამდებობიდან იმპიჩმენტის წესით გადაყენების საკითხი 1-ელ სექტემბერს, პარტია „ქართული ოცნების“ პოლიტსაბჭოს სხდომაზე გადაწყდა.

თეონა აქუბარდია: „ვისურვებდი, საკონსტიტუციო სასამართლოს ჰქონდეს მედეგობა იმისა, რომ გაუძლოს „ქართული ოცნების“ წნეხს“

ირაკლი კობახიძე: სალომე ზურაბიშვილი ისეთივე პროდასავლელია, როგორც ლევან ხაბეიშვილი ან გუბაზ სანიკიძე

პრეზიდენტი – მადლობა ჩემს წარმომადგენლებს, რომლებმაც უპრეცედენტო სასამართლო პროცესზე გაუძლეს ყველანაირ ფსიქოლოგიურ, მორალურ ზეწოლასა და შეურაცხყოფას

magti 5g