საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი მის მიმართ დაწყებულ იმპიჩმენტის პროცედურას და საკონსტიტუციო სასამართლოში დაწყებულ პროცესს სოციალურ ქსელში ეხმიანება.
“მადლობა ჩემს წარმომადგენლებს, რომლებმაც უპრეცედენტო სასამართლო პროცესზე გაუძლეს ყველანაირ ფსიქოლოგიურ, მორალურ ზეწოლასა და შეურაცხყოფას როგორც ჩემი, ასევე მათი მისამართით და აბსურდული ბრალდებებისა და არარსებული მტკიცებულებების პირობებში ღირსეულად დაიცვეს პრეზიდენტის ინსტიტუტი”, – წერს სალომე ზურაბიშვილი.
საკონსტიტუციო სასამართლოში პრეზიდენტის იმპიჩმენტის საკითხთან დაკავშირებით მოსმენა ხვალ, 11:00 საათზე გაგრძელდება.