LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ეკა სეფაშვილი: სალომე ზურაბიშვილს ღირსება რომ ჰქონოდა, მაშინ გადადგებოდა, როცა აღიარა რომ კონსტიტუცია დაარღვია

272
BeFunky-collage (1)

„ჩვენ ვამკვიდრებთ კანონის უზენაესობის პრაქტიკას საქართველოში. ეს არის ჩვენი სვლა ევროპული სახელმწიფოს შექმნისათვის“ – ასე გამოეხმაურა „ხალხის ძალის“ ერთ-ერთი ლიდერი, ეკა სეფაშვილი საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილებას, რომლის თანახმადაც პრეზიდენტმა კონსტიტუცია დაარღვია.

სეფაშვილმა გადაცემაში „დღის თემა“ არ გამორიცხა, რომ პრეზიდენტის იმპიჩმენტს პარლამენტში მხარი ოპოზიციის ზოგიერთმა წევრმაც დაუჭიროს.

საკონსტიტუციო სასამართლომ პრეზიდენტის მიერ კონსტიტუციის დარღვევა დაადგინა

„ვისაც ნამდვილად უნდა, რომ საქართველო ჩამოყალიბდეს როგორც ევროპული ცივილიზაციის მსგავსი სახელმწიფო, მან მხარი უნდა დაუჭიროს პრეზიდენტის იმპიჩმენტს, რომელმაც რამდენჯერმე განზრახ და უხეშად დაარღვია კონსტიტუცია. აქედან გამომდინარე, შესაძლოა ოპოზიციაში გამოჩნდნენ ისეთი ადამიანები, რომლებიც თვლიან, რომ საქართველო ნამდვილად იმსახურებს ევროპულ მომავალს და ეყოფათ გამბედაობა, რომ  რადიკალურ დღის წესრიგს გამოეყონ და ხმა საქართველოს ევროპული მომავლის სასარგებლოდ მისცენ. ამის იმედი მაქვს“ – განაცხადა ეკა სეფაშვილმა.

უმრავლესობის წევრი ამბობს რომ სალომე ზურაბიშვილი თავად უნდა გადამდგარიყო მაშინ, როცა განაცხადა, რომ კონსტიტუცია დაარღვია.

არსად არ მივდივარ, არ გადავდგები, არ გადმოვდგები, ვიქნები იქ, სადაც ვიყავი, სადაც ვარ – პრეზიდენტი

„ჩემი აზრით სალომე ზურაბიშვილი მაშინ უნდა გადამდგარიყო როცა ხალხს თავად უთხრა და აღიარა კონსტიტუცია დავარღვიეო. მას რომ ჰქონოდა ღირსება შერჩენილი და მას რომ საქართველოს მომავალი, კანონის უზენაესობა, ჩვენი კონსტიტუცია რამეს ანაღვლებდეს მაშინ გადადგებოდა თავისით და არ დაელოდებოდა საკონსტიტუციო სასამართლოს და იმპიჩმენტს“ – განაცხადა ეკა სეფაშვილმა.

„ზურაბიშვილის მოწოდებას არ გავითვალისწინებ, რადგან არასერიოზულია.. მე არაფრით დამიმსახურებია, პრეზიდენტი შიგნით იყოს და მე გარედან ვუყურებდე“ – იაგო ხვიჩია

„სალომე ზურაბიშვილი მხოლოდ ფორმალურად განიხილება პრეზიდენტად, ის დარჩება ე.წ „კოჭლ იხვად“ – ირაკლი კობახიძე

ვინ არიან მოსამართლეები, რომლებმაც პრეზიდენტის მიერ კონსტიტუციის დარღვევის შესახებ დასკვნაზე განსხვავებული მოსაზრება დააფიქსირეს

მერაბ ტურავა: „არანაირი ზეწოლა არ ყოფილა – არ გვჭირდება ზეწოლა, ზეწოლის გარეშეც ვიცით, როგორი და რა გადაწყვეტილება უნდა მივიღოთ“ 

magti 5g