LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ვინ არიან მოსამართლეები, რომლებმაც პრეზიდენტის მიერ კონსტიტუციის დარღვევის შესახებ დასკვნაზე განსხვავებული მოსაზრება დააფიქსირეს

262
ing (3)

საკონსტიტუციო სასამართლომ პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილის მიერ კონსტიტუციის დარღვევა დაადგინა.

პრეზიდენტის საიმპიჩმენტო წარდგინებაზე დასკვნა საკონსტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარემ, მერაბ ტურავამ დღეს, 16 ოქტომბერს გამოაცხადა.

„არ მოველოდი.. არავითარი ფაქტობრივი და სამართლებრივი საფუძველი არ ჰქონდა სასამართლოს“ – პრეზიდენტის წარმომადგენლის პირველი კომენტარი იმპიჩმენტის საქმეზე

მერაბ ტურავას განცხადებით, აღნიშნულ გადაწყვეტილებას პლენუმის ცხრა წევრიდან ექვსმა წევრმა დაუჭირა მხარი.

ტურავას განმარტებით, პრეზიდენტის მიერ კონსტიტუციის დარღვევაზე დასკვნის შესახებ განსხვავებული მოსაზრება სამმა მოსამართლემ – ირინა იმერლიშვილმა, გიორგი კვერენჩხილაძემ და თეიმურაზ ტუღუშმა დააფიქსირეს.

ცნობისათვის, საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილების შემდეგ, პროცესები პარლამენტში უნდა გაგრძელდეს. იმპიჩმენტის თაობაზე საბოლოო გადაწყვეტილებას საკანონმდებლო ორგანო იღებს. პრეზიდენტის გადასაყენებლად 100 დეპუტატის ხმა არის საჭირო, რაც იმას ნიშნავს, რომ „ქართული ოცნების“ წევრებთან ერთად ოპოზიციის მხარდაჭერაც იქნება საჭირო.

თეონა აქუბარდია: „ვისურვებდი, საკონსტიტუციო სასამართლოს ჰქონდეს მედეგობა იმისა, რომ გაუძლოს „ქართული ოცნების“ წნეხს“

შეგახსენებთ, პრეზიდენტის იმპიჩმენტის თაობაზე კონსტიტუციური წარდგინება საკონსტიტუციო სასამართლომ წარმოებაში 22 სექტემბერს მიიღო. სასამართლომ „ქართული ოცნების“ ავტორობით მომზადებული წარდგინება ოქტომბრის დასაწყისში განიხილა.

საპარლამენტო უმრავლესობის წევრები პრეზიდენტს კონსტიტუციის დარღვევას ედავებოდნენ. კერძოდ, სალომე ზურაბიშვილის წინააღმდეგ იმპიჩმენტის პროცესის დაწყების საფუძველი პრეზიდენტის მიერ განხორციელებული ის საგარეო ვიზიტები გახდა, რაზედაც მთავრობამ სალომე ზურაბიშვილს თანხმობა არ მისცა.

მანამდე, პრეზიდენტის თანამდებობიდან იმპიჩმენტის წესით გადაყენების საკითხი 1-ელ სექტემბერს, პარტია „ქართული ოცნების“ პოლიტსაბჭოს სხდომაზე გადაწყდა.

ამავე თემაზე:

ვიდეო: „როგორც ყოველთვის, კარგი“ – ზურაბიშვილი პასუხობს, რა განწყობა აქვს საკონსტიტუციოს გადაწყვეტილებამდე

მერაბ ტურავა: „არანაირი ზეწოლა არ ყოფილა – არ გვჭირდება ზეწოლა, ზეწოლის გარეშეც ვიცით, როგორი და რა გადაწყვეტილება უნდა მივიღოთ“ 

ირაკლი კობახიძე: სალომე ზურაბიშვილი ისეთივე პროდასავლელია, როგორც ლევან ხაბეიშვილი ან გუბაზ სანიკიძე

პრეზიდენტი – მადლობა ჩემს წარმომადგენლებს, რომლებმაც უპრეცედენტო სასამართლო პროცესზე გაუძლეს ყველანაირ ფსიქოლოგიურ, მორალურ ზეწოლასა და შეურაცხყოფას

პოპულალურები