„კუპატა“ – ცნობილი ძაღლი ბათუმიდან, რომელიც საზოგადოებამ რამდენიმე წლის წინ სოციალურ ქსელში ვირუსულად გავრცელებული ვიდეოდან გაიცნო, მოკვდა.
ძაღლს, რომელიც ბავშვებს ზებრაზე გადასვლაში ეხმარებოდა, ვარსკვლავი გაუხსნეს (ფოტოები)
სამწუხარო ინფორმაციას ფეისბუკის გვერდი „Lovely Kupata . კუპატა“ ავრცელებს:
„ლეგენდარულმა კუპატამ, თითქმის 10 წლის შემდეგ, დაგვტოვა..
ჩვენი პატარა მეგობარი, სამყარომ ერთი ვიდეოს დამსახურებით გაიცნო და მაშინვე ყველას თავი შეაყვარა. ჩვენი ურთიერთობა და სიყვარული კი ბევრად ადრე დაიწყო..
ალბათ, უკვე ყველამ იცით, რომ კუპატას ჯანმრთელობის პრობლემები ჰქონდა, რომელსაც დიდხანს ვებრძოდით… გუშინ, მისი მდგომარეობა დამძიმდა და დაგვემშვიდობა.
მადლობა თქვენ, კუპატას ერთგულ მეგობრებსა და გულშემატკივრებს, სიყვარულისა და მუდმივი მხარდაჭერისთვის.
კუპატამ დიდი სიყვარული და ბევრი ტკბილი მოგონება დაგვიტოვა.
პატარა მეგობარო, არასოდეს დაგვავიწყდები“, – წერია ინფორმაციაში.
? ლეგენდარულმა კუპატამ, თითქმის 10 წლის შემდეგ, დაგვტოვა.. ?
ჩვენი პატარა მეგობარი, სამყარომ ერთი ვიდეოს დამსახურებით…
Posted by Lovely Kupata . კუპატა on ოთხშაბათი, 18 ოქტომბერი, 2023
ჯერ ვარსკვლავობა, მერე ქვეყნის მართვა – ბათუმელი „კუპატა“ პრემიერად წარადგინეს
ვიდეო: კუპატას პორტრეტი საქართველოს ბანკის კედელზე დახატეს
ცნობისათვის, კუპატა ქართული და მსოფლიო მედიის ყურადღების ცენტრში სოციალურ ქსელში ვირუსულად გავრცელებული ვიდეოს შემდეგ მოექცა – ოთხფეხა მეგობარი პატარებს გზაზე გადასვლის დროს აცილებდა და მოახლოებულ მანქანებს უყეფდა.