LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

მომღერალ მემე ჟორდანიას მამა გარდაიცვალა: „კიდევ ერთი მაგარი ბიჭი, ლევან ჟორდანია წავიდა ჩვენგან!..“

412
მემე და ლევან ჟორდანიები

„ქუჩის ბიჭების“ წევრი, მომღერალი ზურა ხაჩიძე სამწუხარო ინფორმაციას ავრცელებს.

როგორც ის წერს, გარდაიცვალა ლევან ჟორდანია:

„კიდევ ერთი მაგარი ბიჭი, ლევან ჟორდანია წავიდა ჩვენგან!

ღმერთმა მოიხსენოს შენი ლამაზი სული! ამინ!..“
ლევან ჟორდანია მომღერალ მემე ჟორდანიას მამაა. ის ჯერ კიდევ 2021 წელს ავრცელებდა ინფორმაციას, რომ მამას, რომელიც აფხაზეთის ომის მონაწილე და მეორე ჯგუფის ინვალიდი იყო, უკიდურესად ჰქონდა გართულებული ჯანმრთელობის მდგომარეობა და საზოგადოებას მის დახმარებას სთხოვდა. მკურნალობა დიდ თანხებს უკავშირდებოდა, ოჯახს კი ამ თანხების ანაზღაურების საშუალება არ ჰქონდა.
რადიო „ფორტუნა“ სამძიმარს უცხადებს გარდაცვლილის ოჯახს.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g