LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

რობერტა კასალი – საქართველოს ეკონომიკური ზრდის თვალსაზრისით დიდი პოტენციალი აქვს

137
13

აზიის განვითარების ბანკის ვიცე-პრეზიდენტი რობერტა კასალი „თბილისის აბრეშუმის გზის ფორუმსა“ და საქართველოს ეკონომიკური განვითარების შესაძლებლობებს აფასებს:

„აზიის განვითარების ბანკი დაწყებისთანავე ფორუმის პარტნიორია. მე, როგორც აზიის განვითარების ბანკის ვიცე-პრეზიდენტი, მოხარული ვარ, რომ ფორუმზე ვიმყოფები და დისკუსიებში ვმონაწილეობ. ეს ღონისძიება ძალიან მნიშვნელოვანია, რადგან აძლიერებს რეგიონულ თანამშრომლობას და კონცენტრირებულია იმაზე, როგორ შეძლებს ეს არაჩვეულებრივი ქვეყანა კავკასიისა და ცენტრალური აზიის სხვა ქვეყნებთან ერთად განვითარებას. გარდა ამისა, ფორუმი ვაჭრობისა და ინვესტიციების მიმართულებით ქვეყნებს შორის თანამშრომლობას გააძლიერებს და გააუმჯობესებს. საქართველოს ეკონომიკური ზრდის თვალსაზრისით დიდი პოტენციალი აქვს. არაჩვეულებრივი გეოპოლიტიკური ადგილმდებარეობით მას შეუძლია იყოს არა უბრალოდ პარტნიორი, არამედ დიდებული პარტნიორი“, – განაცხადა კასალიმ.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები