LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ვიდეო: „როდესაც ჩვენს ურთიერთობაში ასაკობრივ სხვაობას უსვამდნენ ხაზს, რას ფიქრობდი მაშინ, როცა ოჯახს ვქმნიდით?“ – გიორგი გასვიანის შეკითხვა მარიტა მელიქიშვილს

1408
380185177_1023285638789378_1441161006931963224_n

„ვარსკვლავური დუეტის“ მორიგი სტუმრები „სიცრუის დეტექტორის“ წამყვანი გიორგი გასვიანი და მისი მეუღლე მარიტა მელიქიშვილი იყვნენ, რომლებმაც ერთმანეთს კითხვები სამწლიან ურთიერთობაზე, პირველ შეხვედრაზე, ასაკობრივ სხვაობაზე და ერთგულებაზე დაუსვეს.

გიორგი გასვიანი დაინტერესდა, რას ფიქრობდა მარიტა მაშინ, როდესაც ოჯახს ქმნიდნენ და საზოგადოების ნაწილი მათ ურთიერთობაში ასაკობრივ სხვაობას უსვამდა ხაზს.

„არ ვიცი, ასაკობრივ სხვაობაზე მართლა არ მიფიქრია, რადგან სადაც სიყვარულია ის ყველა სხვა დანარჩენი ალბათ ითელება. ამ დროს სიყვარულით ხარ შეპყრობილი, დაბრმავებული.. გინდა იმ ადამიანთან ერთად ცხოვრება და თანახმა ხარ ყველაფერზე. ზოგი ადამიანი არის, რომელიც თუნდაც შენს ასაკში ისევ პატარა ბიჭივით არის, ზოგი 18 წლის გოგო უფრო დიდივით არის.. ადამიანსაც გააჩნია.

ჩვენ იმდენად ყველაფერში ვემთხვეოდით ერთმანეთს, რომ ეს ასაკობრივი სხვაობა თითქოს სახალისოც არის. შენ გიწევს, რომ 21 წლის გოგოს თვალებიდანაც შეხედო ცხოვრებას და მე მიწევს, რომ 37 წლის კაცის თვალიდან შევხედო ცხოვრებას“, – ამბობს მარიტა.

 

 

 

?გიორგი: „გამოვტყდები და ვიტყვი, შენთან შეხვედრამდე არ ვიყავი ოჯახის შექმნისთვის მზად“

?მარიტა: „იმდენად ერთგული ადამიანი ხარ, რომ შენში, ამ სამი წლის განმავლობაში, ერთი წამითაც არ შემპარვია ეჭვი“

✨⤵️„ვარსკვლავური დუეტის“ გულახდილი ინტერვიუ

გადაცემის წარმდგენია ავეჯის სახლი ნიტა • Furniture Nita Home

გადაცემის მხარდამჭერია Hotsale.ge-ის პრემიუმ მიმართულება

Posted by Radio Fortuna FM 106,9 on Thursday, October 26, 2023

 

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g