LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

Toyota-მ ავტომობილების რეკორდული რაოდენობა გაყიდა

115
toyota

Toyota-ს რეკორდული გაყიდვები აქვს. 2023 წლის აპრილიდან სექტემბრის თვემდე კომპანიამ მთელი მსოფლიოს მასშტაბით 5,6 მილიონი ავტომობილის რეალიზება შეძლო, რაც 2022 წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით 8,3%-ით უფრო მეტია.

მაქსიმუმამდეა გაზრდილი წარმოებაც, მიუხედავად იმისა რომ მიმწოდებლის პრობლემის გამო იაპონური ქარხნების ნაწილი დროებით გაჩერებული იყო. ნახევარი წლის განმავლობაში კონვეიერიდან 5,7 მილიონი Toyota, Daihatsu და Hino ჩამოვიდა, რაც წინა წლის მაჩვენებელს 10%-ით აჭარბებს. შესაბამისად, საქმე ისტორიულ რეკორდთან გვაქვს.

Toyota-სა და Lexus-ის გაყიდვების ყველაზე დიდი ნახტომი აფრიკაში დაფიქსირდა, კონტინენტზე ზრდა 22 პროცენტიანი იყო. მეორე ადგილზეა ახლო აღმოსავლეთი 17%-იანი ზრდით, შემდეგია ჩრდილოეთ ამერიკა (9%) და ევროპა (7%).

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები