ირინა შეიკი და ბრედლი კუპერი ქალიშვილთან ერთად მანჰეტენზე, ჰელოუინის აღსანიშნავად მიმავალნი გადაიღეს. ამჯერად მოდელმა არჩევანი „მარველის“ სუპერ გმირებზე შეაჩერა. მას და მის ექს-მეუღლეს ენოტის კოსტიუმები ეცვათ, 4 წლის ლეა კი თეთრ მაისურში იყო გამოწყობილი, რომელსაც „ტეილორ სვიფტი“ ეწერა.
ცნობისთვის, შარშან შეიკმა ჰელოუინზე ბრედლი დათვის ფორმაში გამოაწყო და მასთან ერთად არაერთი პიკანტური ფოტოც გადაიღო.
შეგახსენებთ, ბრედლი კუპერი ახლა ჯიჯი ჰადიდს ხვდება. რაც შეეხება ირინა შეიკის პირად ცხოვრებას, ახლახან ცნობილი გახდა, რომ ირინა ამერიკული ფეხბურთის ლეგენდას, ტომ ბრედის ერთთვიანი რომანის შემდეგ დაშორდა.
ირინა შეიკი დათვის ფორმაში გადაცმული ბრედლი კუპერის კალთაში ზის – ექს-მეუღლეების პიკანტური თამაში
პაემანი წვიმიან ნიუ-იორკში – ბრედლი კუპერი და ჯიჯი ჰადიდი სეირნობის დროს გადაიღეს