„გუშინდელმა შემზარავმა მკვლელობამ კიდევ ერთხელ გვიჩვენა, რომ სრულიად ყალბია „რუსული ოცნების“ ნარატივი, როდესაც ის მშვიდობაზე გვესაუბრება.. დღევანდელ ხელისუფლებას არჩეული აქვს კოლაბორაციონისტული, შემრიგებლური პოლიტიკა მტერთან,“ – ამის შესახებ ფრაქცია „ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარე თინა ბოკუჩავამ ჟურნალისტებს განუცხადა, რითაც საოკუპაციო ხაზთან რუსული ძალების მიერ საქართველოს მოქალაქის მკვლელობის ფაქტს გამოეხმაურა.
„განა ესაა მშვიდობა, როდესაც ჩვენს მოქალაქეს, რომელიც მამის საფლავზე მიდის სალოცავად, ზურგში ესვრიან რუსული საოკუპაციო ძალები? ერთადერთი გზა რეალური მშვიდობის მიღწევის და იმის, რომ ჩვენი მოქალაქეები ყველგან, საქართველოს ტერიტორიაზე იყვნენ დაცული, არის საქართველოს გაწევრიანება ნატო-სა და ევროკავშირში.
ამისთვის უნდა ვიბრძოლოთ და ვიმუშაოთ თითოეულმა ჩვენგანმა,“– განაცხადა თინა ბოკუჩავამ.
ცნობისთვის, საოკუპაციო ხაზის მიმდებარედ რუსეთის საოკუპაციო ძალებმა ცეცხლსასროლი იარაღით სროლის შედეგად საქართველოს მოქალაქე მოკლეს.
„ინციდენტი ცნობილ ადგილზე მოხდა“ – სოფელ კირბალში, რუსეთის საოკუპაციო ძალების მიერ საქართველოს მოქალაქის მკვლეობის შესახებ დამატებითი დეტალები ხდება ცნობილი